არც ასეთი უშუალობა შეიძლება, კაცო.. :)))

                 

 

დაგვიანებული პოსტი კია, მაგრამ ,,სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”-ო… ჰოდა, ვიწყებ!… 😀

მოკლედ, მირეკავს სკოლის დირექტორი და მეუბნება, შენ და შენი კლასიდან კიდევ ორი ბავშვი 4 დღით დაისვენებთ ანაკლიაში ხუთვარსკვლავიან სასტუმროშიო. ბუნებრივია, გამიხარდა, მაგრამ, ცოტა არ იყოს, გაურკვეველ სიტუაციაში აღმოვჩნდი. სასწრაფოდ დავრეკე ჩემს მეგობრებთან, მათ ხომ არ იცოდნენ რამე, მაგრამ ისინიც ჩემნაირად, მხოლოდ სიხარულით შემოიფარგლებოდნენ. მოკლედ, ბევრი ვიკითხე თუ ცოტა, გავარკვიე, რომ 2 დიდი ავტობუსით წავიდოდით დილის 8 საათზე ანაკლიაში ,,გურული ბავშვები” და იქ ,,ვიღაცას” შეგვახვედრებდნენ..:)

ჰოდა, 8 საათიც მოვიდა… მეც მივედი და ბევრი ნაცნობიც ვნახე(ბუნებრივია) , ჩემზე მეტი ინფორმაცია არავის ჰქონდა.. ავტობუსებში ავედით და გამოგვიცხადეს სამი დღე იქნებით სასტუმროშიო (მე ოთხი მეგონა,გავიფიქრე, მაგრამ ეგ არაფერი, ჩასვლისას გავიგეთ, რომ მხოლოდ ორი დღე გავჩერდებოდით იქ 😀 ) ავტობუსში გამოგვიცხადეს ტრეინიგები გექნებათ ლიდერობაზეო (ჩასვლისას გავიგეთ, რომ ტრენერებმა ჩამოსვლა გადაიფიქრეს და აბა თქვენ იცით, ,,იგულავეთო” ) . რაღაცნაირ, უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი, მე თვითონ მიწევდა თავის გაკონტროლება 😀 სიტყვა უსაფრთხოება, ნამდვილად უცხო იყო ორგანიზატორებისთვის. 🙂 

ახალი ამბავიც გავიგეთ, მეორე დღეს ჩვენთან შესახვედრად საქართველოს დიადი პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდოდა და გულახდილად ვისაუბრებდით , ყოველგვარი ფოტო და ვიდეო კამერების გარეშე. ასეთ უშუალობას, თურმე, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი პრეზიდენტი არ იჩენს თანამოქალაქეებისადმი. ,,გავამაყდი” 😀  

მეორე დღეც დადგა. 

ყველანაირი ტექნიკა გარეთ დაგვატოვებინეს და შესახვედრად დარბაზში შევედით..:)

მართალია, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, მაგრამ თითოეულ კითხვას პოლიტიკურ დემაგოგობას აბამდა. მაშინ კი მივხვდი, რუსულ ფულებზე, მოღალატეებზე და ჯაშუშებზე რომ დაიწყო ლაპარაკი, რაშიც იყო საქმე… 

იცით , ალბათ, სკოლებში გავრცელებული ფრაზები: ,,პოლიტიკა ბავშვების საქმე არ არის!” პოლიტიკაზე დაწესებულებებში ახალგაზრდები არ უნდა საუბრობდნენ!” 

მაგრამ…

ჩაყვანილი ბავშვებიდან უმეტესობას ხმის მიცემის უფლება ჰქონდა, ან ერთ-ორ წელში ექნებოდა.

თურმე პოლიტიკა, სწორედ რომ ბავშვების საქმეა… 🙂 

:)))))))

Advertisements

მინისტრგადარჩენილები …

ცოტა უცნაური სათაურია, მაგრამ ახლავე აგიხსნით. კონკურს ,,ბავშვის უფლებაა – მოუსმინონ“-ში დანერგილმა სიახლემ გადამაწყვეტინა პოსტი დამეწერა. პოსტი რომ მემუარებს არ დაემსგავსოს მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა შარშან 😀

სახალხო დამცველის აპარატი ყოველწლიურად ატარებს კონკურსს ზემოთ აღნიშნული სახელწოდებით და გასულ წელს ჩვენმა სკოლამ (ლიდერთა სკოლას ვგულისხმობ) გადაწყვიტა მონაწილეობას მიგვეღო. თემაში ორი ქეისი გვქონდა მოხმობილი სადაც ორი ოჯახის პრობლემებზე გვქონდა საუბარი (ბუნებრივია ფსევდონიმური სახელითა და გვარით) რამაც ჯანდაცვის მინისტრის ბატონ ანდრეა ურუშაძის გაღიზიანება გამოიწვია. ვერ გავიგე  ბატონი მინისტრი პასუხისმგებლობის გრძნობამ შეაწუხა თუ მართლა ჩვენს ინფორმირებულობაზე შეტკიოდა გული, მაგრამ რამდენიმე ზარით გაარკვია და საჯაროც გახადა იმ  ოჯახების ვინაობა რომლის ისტორიებიც ჩვენ მოვუთხრეთ და ინფორმაციის ნაკლებობაში დაგვადანაშაულა (საყვედურის ფორმებზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ).

მოკლედ იმ კონკურსზე სადაც ბავშვების დარღვეულ უფლებებზე უნდა გვესაუბრა თითქმის (ეს სიტყვაც საეჭვოა) ჩვენც უფლებადარღვეულები გავხდით. ბატონმა მინისტრმა კი პირობა დადო რომ თავად ჩამოვიდოდა ოზურგეთში და შეამოწმებდა იმ ფაქტებს რომლებიც ჩვენ ,,შევალამაზეთ“. თუმცა ამ პირობის დარღვევა იმ დღეს მისგან ყველაზე ნაკლები დანაშაული იყო.

პირობის მიუხედავად საუბარი მაინც გამიგრძელდა, მაგრამ გეტყვით მიზეზს რის გამოც ახლა კომპიუტერთან ვზივარ და ჩემს პირველ პოსტს ვწერ. ომბუცმენმა წელს ისევ გამოაცხადა კომკურსი, თუმცა იმ პირობით რომ ლიდერთა სკოლის სახელით მასში მონაწილეობა გვეკრძალება. მიზეზი საკმაოდ გაურკვეველია: ,,არათანაბარ პირობებში იქნებითო“, მე კი ახლა გვრძნობ თავს არათანაბარ პირობებში თან არის ამაში რაღაც დისკრიმინაციული.  მაგრამ ჩემგან საკმაოდ ხმამაღალი განცხადება იქნება სახალხო დამცველს დისკრიმინაციაში დადანაშაულება.

ვცდილობ სხვა მიზეზი ვიპოვო და მაშინვე შარშანდელი ,,ინციდენტი“ მახსენდება. მაგრამ მიჭირს გავიგო იმ ფონზე როცა ბატონი ანდრეა აღარ არის ჯანდაცვის მინისტრი ვისი ინტერესი უნდა იყო  ჩვენი ,,დაბლოკვა“.

მოკლედ ასეა თუ ისე როგორც ჩანს არც ბავშვთა უფლებებმა გაჭრა და არც სახალხო დამცველის პირადმა მობოდიშებამ . მაგრამ მაინც მიხარია თუ ჩვენმა თემამ იმდენი შეძლო რომ ადამიანები დააფიქრა, თუნდაც ჩვენი კონკურსიდან მოხსნის ხარჯზე.

…ის რისგანაც იქსოვება ჩვენი სიზმრები…

არ მინდა რომ ბევრი ვილაპარაკო ზოგადად სიზმრებზე. წინ უფრო საინტერესო და საკმაოდ ფილოსოფიური პოსტი გელით. არა მგონია ერთი თვალის გადავლებით კარგად გაიგოთ, თუ რა წერია აქ.

შექსპირი წერს: “ჩვენ ის ვართ, რისგანაც ჩვენი სიზმრები შედგება, ხოლო ჩვენი ხანმოკლე ცხოვრება ძილია”

ლუდვიგ ჰოლბერგი- “ჯეპე  მთაზე”

“ჯეპე თხრილში იძინებს და ბარონის საწოლში იღვიძებს. ის ფიქრობს, რომ სიღარიბე მხოლოდ დაესიზმრა. მაგრამ როცა ისევ იძინებს, გადაჰყავთ თხრილში, სადაც ხელმეორედ იღვიძებს. ამჯერად ჯეპე ფიქრობს, რომ ბარონის საწოლი დაესიზმრა.”

უძველესი ჩინური ზღაპარი- “ჯუან ძი”

“ერთხელ მესიზმრა, რომ პეპელა ვიყავი , ახლა კი აღარ ვიცი, ჯუან ძი ვარ, რომელსაც ესიზმრა, რომ პეპელა იყო, თუ პეპელა ვარ, რომელსაც თავი სიზმარში ჯუან ძი ჰგონია.”

“როგორ შეუძლია ადამიანს იმის დარწმუნებით თქმა ,რომ მთელი მისი ცხოვრება სიზმარი არაა?”

შოპენჰაუერი ამბობდა, რომ  სამყარო მხოლოდ ადამიანების წარმოსახვის ნაყოფია და ყველაფერი რასაც ვხედავთ არარეალურია.

სხვათა შორის სიზმარი ხშირად გხვდება ბიბლიაში, როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში, მაგალითად, ძველ აღთქმაში:
* აბრამს ძილში ამცნობს ღმერთი, რომ მისი შთამომავლობა მდგმურად იქნება სხვა ქვეყანაში და სხვათა მიერ დამორჩილებული იქნება ოთხასი წლის განმავლობაში (დაბადება. 15:12-16).
* იაკობი სიზმარში ხედავს, რომ “მიწაზე მდგარ კიბეს, სადაც ანგელოზები ადიან და ჩამოდიან, ხოლო კიბეზე მდგარი უფალი ესაუბრება იაკობს” (დაბადება. 28:12).
* ძველ აღთქმაში აღწერილია იოსების რამოდენიმე სიზმარი, რომელიც სიზმარი ჯერ საკუთარ სახლში ესიზმრება და საკუთარ სიზმარს თავის ძმებს უყვება, როდესაც მას მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მას თაყვანს სცემდნენ (დაბადება. 37:9).
* გარდა ამისა, ძველ აღთქმაში ჩანს, რომ იოსებმა იცის სიზმრის ახსნაც – იგი ჯერ საპყრობილეში, ფარაონის მეღვინესა და მეპურეს უხსნის სიზმარს, შემდეგ კი თვითონ ფარაონს.
* ბიბლიის თანახმად სიზმრებს ხედავენ ეზეკიელი, სოლომონი, გედეონი, დანიელი, რომელმაც ასევე ძალიან კარგად იცოდა სიზმრების ახსნა.

ახალი აღთქმა
თუ ძველ აღთქმაში საკმაოდ ხშირად გხვდება, რომ ესა თუ ის წინასწარმეტყველი სიზმარს ხედავს, ახალ აღთქმაში სულ ცხრა სიზმარს ვხვდებით, აქედან ხუთი მათგანი გვხვდება მათეს სახარებაში, ხოლო ოთხი კი მოციქულთა საქმეებში.
* მაგალითად, იოსები, ქმარი მარიამისა, სიზმარში რამოდენიმეჯერ ხედავს უფლის ანგელოზის გამოცხადებას, რომელიც ჯერ ამცნობს, რომ მან ცოლად უნდა მოიყვანოს მარიამი, შემდეგ კი ანგელოზი ამცნობს, რომ იგი ცოლ-შვილთან ერთად ეგვიპტეში უნდა გაიქცეს.
* მოგვები, რომლებიც ბეთლემში იესოს ინახულობენ და თაყვანს სცემენ, სიზმარში მოსდით გაფრთხილება, რომ ჰეროდესთან აღარ უნდა დაბრუნდნენ.
* და კიდევ ერთი საინტერესო სიზმარი, რომელიც ახალ აღთქმაში გხვდება, ეს არის პილატე პონტოელის ცოლის სიზმარი. ამ ქალს აპოკრიფების მიხედვით კლავდია ერქვა. მათე სახარების 27-ე თავის მე-19 პარაგრაფში პირდაპირ ვკითხულობთ: “და როცა სამსჯავრო სავარძელში იჯდა (აქ საუბარი პილატე პონტოელზეა). ცოლმა კაცის პირით შემოუთვალა: ნურაფერს დაუშავებ მაგ მართალს, ვინაიდან წუხელ სიზმარში ბევრი ვიტანჯე მის გამო”.
* სიზმრებს ვხვდებით სხვა რელიგიებში, მაგალითად ბუდას დედა, რომელსაც სახელი მაია ერქვა, სიზმარში ხედავს თეთრ სპილოს, რომელიც მას ამცნობს მომავალი ბუდას დაბადებას.
* არის ცნობილი ჩინელი დაოისტი ფილოსოფოსის ჩჟუან-ძის ერთი საოცარი სიზმარი. ჩჟუან-ძის დაესიზმრა, რომ იყო პეპელა და როდესაც გამოეღვიძა, ფილოსოფოსი დიდ ხანს ვერ ხვდებოდა, ვინ იყო ის – ჩჟუან-ძი, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო პეპელა თუ ის იყო პეპელა, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო ჩჟუან-ძი.
* ისლამში ცნობილი ფრაზა: “არ არის ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედი – მოციქული მისი”, მუჰამედს სიზმარში მწვანე ტანსაცმელში გამოწყობილმა კაცმა ასწავლა.

ისტორია
* ისტორიაში საკმაოდ ბევრი ცნობილი სიზმარია, რომლებიც ცნობილი ადამიანების დაბადებას ან რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას გვამცნობენ, მაგალითად, ალექსანდრე მაკედონელის დედამაც, ოლიმპიადამ (ეს სახელი ერქვა სწორედ ალექსანდრეს დედას) და მამამაც ფილიპემ ქორწილის ღამეს სიზმრები ნახეს, რომლებიც ქურუმებმა მომავალი გავლენიანი უფლისწულის დაბადებად ახსნეს და ეს მართლაც ასე მოხდა.
* ცნობილია აშშ-ს მე-16 პრეზიდენტის აბრამ ლინკოლნის სიზმარი, რომელიც მას პირად დღიურში ჩაწერილიც კი ჰქონდა. მან ეს სიზმარი ნახა სიკვდილამდე ათი დღით წინ. სიზმარი კი ასეთი იყო, მას ესიზმრა, რომ თეთრ სახლში ისმოდა ტირილი და მან თეთრი სახლის ერთ-ერთ დარბაზში დაინახა ხალხის ჯგუფი, რომლებიც კუბოს შემოხვეოდნენ, ხოლო კუბოზე კი ამერიკის დროშა იყო გადაფარებული. ლინკოლნმა იქვე მდგარ კაცს ჰკითხა:
– ვის კრძალავენ?
– ნუთუ არ იცით, პრეზიდენტი მოკლეს, – უპასუხა კაცმა.
დილით ლინკოლნმა სიზმარი მეუღლეს მოუყვა და თან უბის წიგნაკში ჩაიწერა, ათი დღის შემდეგ მას თეატრში ესროლეს და მოკლეს.

მეცნიერება
* ცნობილ ფრანგ მეცნიერს რენე დეკარტს თავისი ერთერთი წიგნი დაესიზმრა და ძირითადი თესიზებიც სიზმარში ნახა.
* ცნობილია, რომ დმიტრი მენდელეევმა ქიმიური ელემენტების ცხრილის ფორმა ასევე სიზმარში ნახა.
* გერმანელმა ქიმიკოსმა ფრიდრიხ კეკულე დიდხანს ფიქრობდა ბენზოლის სტრუქტურულ ფორმულაზე და ფორმაზე და ეს ყველაფერი მან სიზმარში ნახა – ეს იყო გველი, რომელიც საკუთარ კუდს კბენდა და ბენზოლინს სწორედ ასეთი სტრუქტურული ფორმა აქვს.
* საკერავი მანქანის გამომგონებელს ამერიკელ ელიას ჰოუვს, დაესიზმრა საკერავი მანქანის ნემსის ფორმა. სხვათა შორის ჰოუვსა და ცნობილ ზინგერს, რომელიც ასევე ითვლება საკერავი მანქანის შემქმნელად, ერთმანეთის წინააღმდეგ საკმაოდ ხმაურიანი სასამართლოები ჰქონდათ.
* ცნობილ ნოლს ბორს ატომის სტრუქტურა მზის სისტემად დაესიზმრა, სადაც ბირთვი და ელექტრონებს მზისა და პლანეტების ფორმა ჰქონდათ.
* კანადელმა ექიმმა ფრედერიკ ბანტინგამ ინსულინი სიზმარში იხილა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ ნობელის პრემია მიეღო.
* ცნობილი ინდოელი მათემატიკოსი სრინივასა რამანუჯანი ამტკიცებდა, რომ ყველა მისი მათემატიკური აღმოჩენა სიზმარში ღმერთმა ნამაგირმა ამცნო.

მუსიკა და ლიტერატურა
* როდესაც რიჰარდ ვაგნერის “ტრისტან და იზოლდა” პირველად შესრულდა, იზოლდას სიკვდილის მომენტზე, ვაგნერს უთხრეს, რომ “ადამიანმა ასეთი რამ მხოლოდ სიზმარში შეიძლება მოუსმინოს”. ვაგნერმა უპასუხა: “დიახ, ეს ადგილი სწორედ სიზმარში ჩავიწერე, რადგან ჩემი საცოდავი გონება ასეთ რამეს ვერასოდეს მოიფიქრებდა”.
* იტალიელ კომპოზიტორსა და მევიოლინეს ჯუზეპე ტარტინის აქვს ნაწარმოები “ეშმაკის რაკრაკი”. თვითონ ტარტინის აღიარებით, მან ამ ნაწარმოებს სიზმარში მოუსმინა.
* ლეგენდის თანახმად, გენიალურმა იტალიელმა პოეტმა დანტე ალიგიერმა თავისი “ღვთაებრივი კომედიის” იდეა 1300 წელს “დიდ პარასკევს” სწორედ სიზმარში იხილა. მისი სიკვდილის შემდეგ დაიკარგა ამ ნაწარმოების ბოლო თავი და დანტეს შვილმა, იაკოპომ ნახა სიზმარი, სადაც მამამისმა მიუთითა ის ოთახი და ადგილი, სადაც ეს უკანასკნელი დაწერილი თავი ინახებოდა.
* კიდევ ერთი საინტერესო სიზმრის შესახებ – ინგლისელმა პოეტმა სამუელ კოლრიჯმა სიზმარში იხილა მთლიანი პოემა “ყუბულაი ხანი”, გაღვიძებისთანავე კოლრიჯი შეუდგა წერას, მან დაწერა დაახლოებით 50 სტრიქონი და ამ დროს მას კარზე მიუკაკუნა მეზობელმა, რომელსაც უმნიშვნელო საქმე ჰქონდა, კორლიჯმა გაისტუმრა მეზობელი და ისევ საწერ მაგიდას მიუჯდა და აღმოჩნდა, რომ მას დავიწყებოდა სიზმარში ნანახი პოემა. მიუხედავად ამისა, პოემა, დაუსრულებელია, იგი მსოფლიო ლიტერატურის “ოქროს ფონდში შესულია.
* ყველასათვის ცნობილი “ფრანკეშტეინის” სიუჟეტი მერი შელიმ ასევე სიზმარში ნახა.

იმედია საინტერესო იყო და სიზმარს, ცოტა სხვა კუთხით შეხედეთ და არა როგორც “რაღაც სულელური მოვლენა, რომელსაც არანაირი დანიშნულება არა აქვს.”

საჭიროა ფორმა სკოლებში?

ფორმა საჭიროა სკოლებში, იმიტომ რომ:

1. სკოლა არის საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც არსებობს წესები, შეზღუდვები, ამიტომ ფორმა მოსწავლის განუყოფელი ნაწილია.

2. ფორმა, ყველა სკოლას შეიძლება ჰქონდეს ინდივიდუალური, რადგან სხვადასხვა სკოლის ბავშვები განირჩეოდნენ ერთმანეთისგან.

3. რელიგიური კუთხით: გარეგანი წესრიგი ხშირად გადადის შინაგანში, ამიტომ ფორმას შეუძლია ადამიანში ფსიქოლოგიური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

ახლა კი ფორმის უარყოფითი,  უფრო დამაჯერებელი და უფრო სარწმუნო არგუმენტები.

1. ფორმა მოსწავლეს უქვეითებს გემოვნებას.

2. უზღუდავს არჩევნის თავისუფლებას.

3. აჩვევს ერთფეროვნებას.

4. ზღუდავს შინაგანად.

მე-4 არგუმენტი სუბიექტურია.

თუ გაქვთ დამატებითი არგუმენტები, ფორმის დადებით ან უარყოფით მხარეებზე, გთხოვთ დაწეროთ კომენტარებში. აუცილებლად გავითვალისწინებ და თან მაინტერესებს საზოგადოების დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით.

მადლობთ 😀

გამოსერიალებულნი !

21-ე საუკუნეში ტექნიკის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.კომპიუტერი,ტელევიზორი,სხვადასხვა სახის მანქანა ჩვენთვის უცხო ხილი სულაც არაა.მეტიც,სახლის უდიდესი ნაწილი, სწორედ, ამ “ხარახურას”  უჭირავს.მართალია,ბოლო რამდენიმე წელია მათ შორის ყველაზე აქტუალური და პოპულარული კომპიუტერი გახდა,მაგრამ, დამეთანხმებით,რომ ამ ძალზე საჭირო  ნივთმა  ჩვენი მამაპაპური ტელევიზორის დაჩრდილვა მაინც ვერ შეძლო(ყოველ შემთხვევაში, საქართველოში). Continue reading

საოცრება სკოლებში- ” მერე რაა ბავშვი თუ ცემე”

ამ პოსტში ძალიან მინდა ერთ პრობლემას შევეხო, რომელიც სამწუხაროდ ჩემ ირგვლივაა და მეც ისევე მაწუხებს, როგორც ბევრ სხვას. “სამოქალაქო ცნობიერების დაბალი დონე საზოგადოებაში”. ეს ძალიან ზოგადი ცნებაა, მაგრამ შევეცდები ის ერთ- ერთ ჭრილში განვიხილო. Continue reading

გოგო(ნ)ებო ეს თქვენ

ძლიერი სქესის წარმომადგენლებს დღემდე ვერ გაგვირკვევია, ღირდა თუ არა ქალის ფენომენის შესაქმნელად ნეკნის გაღება. თუმცა მე ჩემ თანატოლებზე გადავიტან მთავარ აქცენტს და ერთი ძველი პოსტისა არ იყოს ,,ბრეინშტორმინგით” ჩამოვყვრი რაც ასე უცნაურ, ექსტრაორდინალურ, უმეტეს შემთხვევაში შეშლილ,  მიმზიდველ, თავქარიან, ყველას გრძნობებზე მოთამაშე სქესს ახასიათებს :  Continue reading

ბავშვზე ძალადობის ალტერნატივა

Image

”ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა” გურიის სკოლებში გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა მიიღეს.
შედეგები გაინტერესებთ? კი ბატონო, მოგახსენებთ 😀   Continue reading

ირონიით შეკაზმული სატირა ქართულ ფეხბურთზე

თუკი ერთხელ მაინც არ გიყურებიათ ნამდვილი ფეხბურთისათვის  და სპორტის ეს სახეობა თქვენთვის ჯერაც ერთი ბურთისთვის მორბენალი 11 ადამიანის ერთობლიობა, პოსტის კითხვას უბრალოდ ნუ გააგრძელებთ… Continue reading

საქართველო – ქვეყანა სადაც…

ალბათ ყველას გაგიგიათ ფრაზები : ,,რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ!” ,,ქართველია და იმიტომაა კარგი..” ,, ქართველებს ყველაფერი შეგვიძლია!” ასეთი კიდევ ბევრია, ჩამოთვლას არ გავაგრძელებ.. 🙂 Continue reading

შ ე ნ !

შენ, ვინც დაიბადე ერთ არაფრით გამორჩეულ დღეს.. გაახილე თვალი და დაინახე ადამიანი, რომელიც შენთვის უცხო, მაგრამ ახლობელი თვალებით გიყურებდა.. თვალებით, რომელიც შეიძლება დაგავიწყდეს, მაგრამ ვერასდროს ამოშლი გულიდან – ადგილიდან, რომელმაც პირველმა აგრძნობინა ფილტვებს, ფილტვებმა- შენ, შენ კი- სამყაროს, რომ ცოცხალი ხარ! Continue reading

რატომ ხარ ბლოგერი ?

შეიძლება სულაც არაფერზე ფიქრისას მოგინდეს რაიმე მიჯღაბნო,პოსტის წერის სურვილი ღამითაც არ გასვენებს, ან მთელი დღე იფიქრო და როცა მიხვდები,რომ დაწერად ღირს,თითქოს წელიწადია არ გამოგიყენებია, სულელივით მივარდე ,,კომპს”. Continue reading

საკუთარი თავის ამოსაცნობი პოსტი !

პოსტს ალბათ იმიტომ დაკლიკე, რომ ფიქრობ: ,,ვნახოთ,აბა როგორ ამოვიცნობ საკუთარ თავს”, ვფიქრობ ამოიცნობ, თუ რა თქმა უნდა გქონია ისეთი შემთხვევა, რომელზეც მინდა დავწერო. Continue reading

საკითხავი პოსტი !


ტრადიციულად მიაბიჯებ ქუჩაში,გაკვირვებული სახით აკვირდები ყველას ,ზოგის სულელურად მომღიმარი სახე იწვევს შენს გაოცებას,ზოგის კიდე ხელოვნურად შექმნილი ინტელექტუალური და, საბოლოო ჯამში, მაინც სულელური ჰაბიტუსი, მოდა გაკვირვების საშუალებას არ გაძლევს,უკვე მობეზრებული გაქვს, ყოველი მეორე ხომ ამ მობეზრებას უწყობს ხელს და ჯიუტად ატარებს მოდურ ტრენდებს, ცოტას უფიქრდები და ვერანაირ განსხვავებას ვერ ნახულობ, ჯინსი იქნება მოდაში თუ უბრალოდ ტომრით სიარული,ყველა ხომ მაინც მალევე აიტაცებს და სხვაობას ვერავინ დაინახავს… Continue reading

სათაურს მოკლებული პოსტი !

ბევრი ერისათვის, მე პირადად, ერის სტარუსის მინიჭება არ შემიძლია,მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნების სიაში საქართველო ვერ და არ მოხვდება. ტრადიცია ქმნის ერს,ერი კი- პიროვნებას… Continue reading

იქ, სადღაც შორს…

… სადაც ყველაფერი იგიმის.. მხიარული, ლამაზი მელოდიებით სავსე დღეებით ცხოვრობს… სადაც მზეს უყვარს მთვარე, ცას ვარსკვლავები, მე-შენ და შენ-მე.. წვიმაც კი მხიარულად მღერის :,,წკაპ-წკუპ”.. სადაც თოვლიც თბილია, მხოლოდ სილამაზისთვის, საოცნებოდ მოსული.. Continue reading

მომღიმარ ნიღაბს ამოფარებული ტრაგედია…


ადამიანებს ვხედავთ ისე როგორებიც არიან დღეს,არავის სურს ქექვა დაიწყოს წარსულის, ბურუსით მოცულ საქაღალდეებში,გვირჩევნია თავი მოვიტყუოთ,რომ მასზე ყველაფერი ვიცით ვიდრე,მართლაც ყველაფრის გაგების შემდეგ აღმოჩნდეს,რომ ადამიანის მხოლოდ ნახევარს ვიცნობდით,მეორე ნახევრის ცნობის შანსი კი ჩვენს სიმხდალეს ემსხვერპლა … გვირჩევნია დავტკბეთ მომღიმარი სახით,დავაფასოთ ის და მივცეთ შანსი წუმპედან ამოვიდეს,ვიდრე დავაფასოთ მაშინ როცა წუმპედან ამოყვანას ითხოვს … Continue reading

ტრადიციული ზღაპარი,ტრადიციურად ბანალური ფრაზებით…


რაც არ უნდა საწყენი იყოს ეს ზღაპარიც გაცვეთილი,ბანალური ფრაზით უნდა დავიწყო : ,,იყო და არა იყო რა ”,თუმცა ყველასაგან რაღაცით მაინც განსხვავდება… Continue reading

,,facebook ”მანია !


დღეს საზოგადაებაში საკმაოდ აქტუალურ თემას წარმოადგენს”facebook”-ი .
ზოგი თვლის, რომ მას კაცობრიობისთვის მხოლოდ ცუდი მოაქვს,ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სოციალური ქსელის გამოგონებამ მათი ცხოვრება გააუმჯობესა! Continue reading

რაც არ უნდა გაგიკვირდეთ – ,,ნადირობა ცხვარზე’’ !


როცა წიგნს ხურავ,ყველაფერი გასაგებია,აღფრთოვანებული ხარ მისი შინაარსით და სურვილი გიჩნდება კიდევ წაიკითხო ამ ავტორისა რაიმე… Continue reading

ლიდერებად იბადებიან ?!


ადამიანი დაბადებიდანვე ეცნობა სამყაროს, იღებს მისგან რესურსს და შემდეგ თავისი არსებობით და გაკეთებული საქმით იგივე რესურსს იბრუნებს, ოღონდ მინიმუმ გაორმაგებულს. Continue reading

გულგრილობა- სულის მძიმე ავადმყოფობა

პოსტს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფრაზი დავიწყებ…
ნუ გეშინიათ მტრების. უარეს შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, მოგკლან…
ნუ გეშინიათ მეგობრების. Continue reading

ორმოქმედებანი სპექტაკლი-ანუ ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი კულტურა…


ყველაზე თავმოყვარე ქართველიც კი არ დახარჯავს ასე ძვირფასს დროს დავაზე,რომ ბევრი რამის კულტურა გააჩნია…ჩემდა სამწუხაროდ მეც… არაა გამორიცხული როცა ქუჩაში გახვალთ ჩემ დაგდებულ ერთ-ერთ ბოთლს წამოკრათ ფეხი :), ან ჩემ მიერ გათელილმა გაზონმა გაგაღიზიანოთ…თუმცა ამ პოსტში მე არც ნაგავზე და მითუმეტეს არც გაზონზე საუბარს ვაპირებ … Continue reading

ოსკარი ნომინაციისთვის ,,მხოლოდ ოზურგეთში’’ !!!

ზოგადად გურია რომ უცნაურობებით გამოირჩევა მემგონი არავისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი…თან ოზურგეთში სადაც ყვეალზე ერუდირებული გურულები ვ-ცხოვრობთ და ხელს არ ვაკლებთ,რომ ყველა გავაოცოთ. გთავაზობთ ამ მონდომების რამდენიმე შედეგს: Continue reading

ალტერნატივის ძიებაში…


მიუხედავად გავრცელებული აზრისა,რომ ახალგაზრდობას ბეჭდვითი მედია არ იტაცებს… ბევრჯერ გამჩენია სურვილი ჩემთვის,თბილად,კარგი მუსიკის ფონზე ,,ჩავჯდომოდი’’ გაზეთს,ან ჟურნალს… Continue reading

კრიტიკა-გამოსწორების პერსპექტივა !

მოგეხსენებათ, ლიდერთა სკოლა უკვე საკმაოდ დიდი  დიდი ხანია არსებობს, ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვართ ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გვინდა რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენივე ქვეყნის განვითარებაში,ამიტომაც ხშირად ვმართავთ დებატებს,გვაქვს ჩვენი გაზეთი ,,8+1” , ჩვენს გადაცემაში და გაზეთში აქტუალურ თემებს განვიხილავთ, ვწერთ პრობლემებზე… ხანდახან ამა თუ იმ ადამიანის,სკოლის თუ რომელიმე უწყების გაკრიტიკებაც გვიხდება…მართალია არავის სიამოვნებს და არცაა სასიამოვნო კრიტიკის მოსმენა, თუმცა როცა რაღაცას არასწორად აკეთებ თუ ვინმემ არ მიგითითა შენს შეც ომაზე,ასევე გააგრძელებ რაც ძალიან ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩვენს თავს კრიტიკის უფლებას ვაძლევთ . ხშირადაა პრეტენზიები კარგს რატომ ვერ ხედავთოო?-პასუხი მარტივია,რა თქმა უნდა მადლობელი ვართ კარგისათვის,მაგრამ რა აზრი აქვს მის ქებას, ის ხომ უკვე მოგვვარებულია ? Continue reading

პრობლემებზე საუბარი…სირცხვილი თუ გამოსწორების სურვილი?!?!?!

ლიდერთა სკოლაში ხშირად გვიწევს სკოლის,ქალაქის პრობლემებზე საუბარი და  საზოგადოებისგან არცთუ დადებით რეაქციას ვიღებთ… ითვლება , თუკი პრობლემაზე საუბრობ ესეიგი არცხვენ სკოლას, ეს ადგილზევე უნდა მოგვარდეს ( სკოლა ხომ დიდი ოჯახია 🙂 ) ,თუკი პრობლემების მოგვარების გზებს სხვაგან ეძებ, ესეიგი შენი სკოლა არ გიყვარს… Continue reading

შეხვედრა გუბერნატორთან,ანუ ინდიფერენტული თაობა…

31 იანვარი.. შეხვედრა გურიის გუბერნატორთან, ბ-ნ ვალერი ჩიტაიშვილთან..
კითხვები.. კითხვები.. კითხვები.. პასუხები?? Continue reading

ცოტა რამ ბლოგის შესახებ !

ის,რომ ლიდერთა სკოლის ბლოგი საერთოდ არსებობს, დიდი დამსახურებაა  მასტეერკლასისა რომელიც ,,დემოკრატიული ჩართულობიის” ცენტრში ჩატარდა.გიორგი(იგივე გასტო 🙂 ) Continue reading