კრიტიკა-გამოსწორების პერსპექტივა !

მოგეხსენებათ, ლიდერთა სკოლა უკვე საკმაოდ დიდი  დიდი ხანია არსებობს, ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვართ ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გვინდა რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენივე ქვეყნის განვითარებაში,ამიტომაც ხშირად ვმართავთ დებატებს,გვაქვს ჩვენი გაზეთი ,,8+1” , ჩვენს გადაცემაში და გაზეთში აქტუალურ თემებს განვიხილავთ, ვწერთ პრობლემებზე… ხანდახან ამა თუ იმ ადამიანის,სკოლის თუ რომელიმე უწყების გაკრიტიკებაც გვიხდება…მართალია არავის სიამოვნებს და არცაა სასიამოვნო კრიტიკის მოსმენა, თუმცა როცა რაღაცას არასწორად აკეთებ თუ ვინმემ არ მიგითითა შენს შეც ომაზე,ასევე გააგრძელებ რაც ძალიან ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩვენს თავს კრიტიკის უფლებას ვაძლევთ . ხშირადაა პრეტენზიები კარგს რატომ ვერ ხედავთოო?-პასუხი მარტივია,რა თქმა უნდა მადლობელი ვართ კარგისათვის,მაგრამ რა აზრი აქვს მის ქებას, ის ხომ უკვე მოგვვარებულია ?

საზოგადოების ნაწილი კრიტიკას ლანძღვასთან აიგივებს,რაც არასწორია,ამიტომ ჩვენ ,,ენაგრძელებად ’’ მიგვიჩნევენ,ლიდერთა სკოლას კი ,,სატლიკინო” წრედ. რას ვიზამთ ჩვენჩ უკვე მივეჩვიეთ ამ იარლიყს,ბოლოს მინდა ყველას განგიმარტოთ,თუკი ჩვენ ვინმეს ვაკრიტიკებთ უბრალოდ იმიტომ, რომ  უკეთესობისკენ გვინდა შევცვალოთ რეალობა !

Advertisements

One comment on “კრიტიკა-გამოსწორების პერსპექტივა !

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s