გულგრილობა- სულის მძიმე ავადმყოფობა

პოსტს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფრაზი დავიწყებ…
ნუ გეშინიათ მტრების. უარეს შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, მოგკლან…
ნუ გეშინიათ მეგობრების. უარეს შემთხვევაში, მათ შეუძლიათ, გიღალატონ…
გეშინოდეთ გულგრილი ადამიანებისა. ისინი არც კლავენ, არც ღალატობენ, მაგრამ მხოლოდ მათი ხელშეწყობით არსებობს ყოველგვარი ბოროტება დედამიწაზე…
უკვე დიდი ხანია რაც ეს ფრაზა გაჩნდა,მაგრამ დამეთანხმებით მისი აქტუალურობა შეუდრეკელია.ამის მიზეზი კი ხალხია,უფრო სწორად კი- ბრბო.პრობლემას სწორედ ბრბოში უნდა ვეძებდეთ.არაფერია გულგრილ ადამიანზე უარესი…ვფიქრობ,ჩემ მიერ ზემოთ გაჟღერებული ფრაზა ამომწურავად განმარტავს ამ ცნებას.ასეთი ადამიანის გულს ხომ ვერანაირად გაათბობ,ვერანაირი ხერხით.
დღევანდელი საქართველოც გულგრილი ადამიანებითაა სავსე…ისე ვიქცევით თითქოს ყველანი უცოდველი კრავები ვართ.საკუთარ თავს და სხვებსაც ისე მოვატყუებთ წარბიც არ შეგვეხრება.გულგრილი ადამიანი მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ითვალისწინებს,ისე გათელავს კაცს თითქოს ის არც ყოფილა ამ ქვეყანაზე.
ბოლო პერიოდში ერთ-ერთ სპორტულ საიტზე საკმაოდ საინტერესო სტატია წავიკითხე,თემა თითქმის იგივე იყო რაზეც ახლა ვწერ,გულგრილობა.ის სტატია კახა კალაძეს ეხებოდა,მოგეხსენებათ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ნაკრებს თავი დაანება და პოლიტიკაში გადანაცვლება გადაწყვიტა,საკმაოდ გაოცებული დავრჩი ამ გადაწყვეტილების შემდგომ რეაქციებზე.მედიაში მხოლოდ იმ ავადსახსენებელ 2 გოლს აჩვენებდნენ, რომელიც მისდა საუბედუროდ კალაძემ საკუთარ კარში გაიტანა იტალიის წინააღმდეგ.ალბათ ძნელი გასაგები სულაც არაა რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მე პირადად დიდად გავოცდი ხალხის რეაქციაზე,რატომღაც მათაც აიტაცეს ეს უნებური შეცდომა,არც გახსენებიათ რა ღვაწლი მიუძღვის ამ ადამიანს საქართველოს წინაშე…ეს ერთი კონკრეტული შემთხვევაა იმ ათასიდან,რომელიც ყოველ დღე ხდება ჩვენს რეალობაში.ადამიანს ყოველთვის უნდა დაუფასო ის სიკეთე, რასაც აკეთებს,დადებითმა შთაბეჭდილებებმა უნდა სძლიონ უარყოფითს.. განა არსებობს ადამიანი, რომელსაც მხოლოდ დადებითი ექნება? უნდა ეცადო ყველაფერს ნათელი მხრიდან შეხედო,დაივიწყო ყოველგვარი უმადურობა, შური და გულგრილობა..

Advertisements

12 comments on “გულგრილობა- სულის მძიმე ავადმყოფობა

  1. gundis kapitani,romelsac zalian didi gavlena aqvs gundze,misi fsiqologiuri ,,mmartvelia” ragac axdenadi tu ar axdenadi ocnebis gamo tovebs gunds, vigac politikosis tu ert-erti morigi masxaras gulistvis gunds kapitnis gareshe tovebs,didi bodisi ,magram mxolod is ori,sakitxavia ucabedi tu ara., avtogoli maxsendeba ! mec gulgrili vyofilvar…

    kai statiaa gladus !!!

  2. mw vetanxmebi yvela adamians aqvs archevanis tavisufleba tu kaladzem chatvala rom politikosis ampulashi ufro waadgeba qveayanas mashin mis gadawyvetilebas pativi unda vcet:)me dgewsac vfiqrob rom eg golebi shemtxvevitoba iyoo da rac magis mere landzges kaladze(nu sheileba girsi iyo mara/….)kai xnis wasuli unda iyos

  3. jer pirveli : batono davit ra damsaxurebas xedavt kaladzisa? mere ra rom milanshi tamashobda,saqartvelos nakrebs amit ra? aqve ert shekitxvazec mipasuxet,saqartvelos tamashebis da logikurad wagebulis shemdeg,ramdenjer dagixuriat dedis *** kaladzistvis? imito ro mcveli ki ara dirka iyo…
    meore: kaladze ubralod uzrdelurad moiqca qalbatono tamar, sakutar mwvrtnels araferi utxra da vigac ,,politikostan” micunculda…rogor waadgeba saqartvelos rogorc politikosi ar vici (meewveba) , magram im dros nakrebs swirdeboda da yovelgvari pasuxismgebloba moicila da cugasavit kusa kusas dzaxilze mivarda bidzikostan !!!

  4. eg mwvttneli iyoo arjishze ro ar gamoidzaxa batonoo temur!!!! da shesabamisad amdamianma chatvala ro sawiro ar iyo!!!

    mere meore tqven tviton daweret ro komentarebshi cenzura dagvecva asee romm!!!!
    aq statiebss bavshvebic kitxuloben 😀 😀 😀 😀 (me da izi :):D

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s