ლიდერებად იბადებიან ?!


ადამიანი დაბადებიდანვე ეცნობა სამყაროს, იღებს მისგან რესურსს და შემდეგ თავისი არსებობით და გაკეთებული საქმით იგივე რესურსს იბრუნებს, ოღონდ მინიმუმ გაორმაგებულს.
ჩვენ ბევრს ვსწავლობთ ხალხისგან, ვიღებთ ან გავცემთ რჩევას, ვიძენთ თვისებებს, ცოდნას, გამოცდილებას და შემდეგ ვასწავლით სხვას იმას,რაც ადრე სხვამ გვასწავლა. თუმცა არსებობს თვისებები, რომლებსაც ვერც ასწავლი და ვერც ისწავლი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველანი ინდივიდები ვართ.
შეიძლება გასწავლონ წერა, თუმცა ვერ გასწავლიან ლექსის შექმნას, შეიძლება გასწავლონ სიმღერა, მაგრამ ვერ მოგცემენ ხმას და სმენას, შეიძლება მოხვდე საჭირო დროს საჭირო ადგილას, მაგრამ ვერ გააკეთო ის, რასაც გთხოვენ – შანსი ვერ გამოიყენო. შეიძლება ხალხმა შენდა გასაკვირად ლიდერად აგირჩიოს, მაგრამ ვერ გაუკეთო მათ ის, რასაც ლიდერისგან ითხოვენ და დაკარგო ადგილი.
ჩემი აზრით, ადამიანს წინასწარ აქვს განსაზღვრული რას უნდა წარმოადგენდეს მომავალში, აქედან გამომდინარე, განსაზღვრულია მისი თვისებები. იქნები თუ არა ლიდერი, ეს ნიჭზე, იღბალზე, განათლებასა და საჭირო თვისებების ქონაზეა დამოკიდებული, აქედან, მხოლოდერთს იძენს ადამიანი – განათლებას. დანარჩენი კი დაბადებიდან აქვს მინიჭებული.
იყო ლიდერი, ნიშნავს იყო გამორჩეული, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ შე ხალხმა გამოგარჩია და მადლიერი უნდა იყო მათი, სწორედ მათ შეამჩნიესშენი ნიჭიერება და სწორად დააფასეს ის.

Advertisements

8 comments on “ლიდერებად იბადებიან ?!

  1. დანარჩენში გეთანხმები მაგრამ იღბალი არ არსებობს , არც ბედი , წინასწარ განსაზღვრული არავის არაფერი არა აქვს , ყველა საკუთარ ცხოვრებას და ბედს თვითონ ქმნის 😉

    • მაგაზე არავინ დაობს, მაგრამ თუკი თავიდანვე არ გაქვს ეს თვისება, ლიდერი ვერ იქნები, ესეც ბედია !

      • ბედი კი არა ხასიათია , რომელიც გენების დამსახურებაა , მშობლებისგან იღებ მემკვიდრეობით ხასიათის ამ თვისებებს ან არ იღებ

  2. ბედი არ არსებობს , მაგას შემთხევითობა ჰქვია , ან ისე მოხდება ან ესე , არავის არა აქვს განსაზღვრული წინასწარ არაფერი , ეს ” ბედის კულტიც ” უბრალო ცრურწმენაა . ქრისტიანი თუ ხარ გეცოდინება რომ ბედი არ არსებობს , ყველა თვითონ ქმნის თავის ბედს , ან რაღაც უბრალოდ მოხდა და მორჩა , შემთხვევით , ეს ცრურწმენები რაღა ჯანდაბაა 😀

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s