რაც არ უნდა გაგიკვირდეთ – ,,ნადირობა ცხვარზე’’ !


როცა წიგნს ხურავ,ყველაფერი გასაგებია,აღფრთოვანებული ხარ მისი შინაარსით და სურვილი გიჩნდება კიდევ წაიკითხო ამ ავტორისა რაიმე…ხვდები რომ შენს ინტელექტს კიდევ ერთი ღირსეული ,,ექსპონატი’’ შეემატა, უბრალოდ ჭერში იყურები(არა ბუზების სათვლელად), უღრმავდები შინაარს და ყოველი გახსნილი კვანძი სიამოვნებას გგვრის…მართლაც კარგი შეგრძნებაა არა ? თუმცა ცოტა ხნის წინათ მივხვდი რომ ეს არაფერია ქაოსთან შედარებით…
იაპონია რომ 22-ე საუკუნეშია,ეს არამარტო რობოტების და ტექნიკური გამოგონებების დამსახურებაა,ერის განვითარება ლიტერატურიდან იწყება, ერის სიტყვიერი განძის ნულოვან დონეზე ყოფნისას სხვა სფეროების განვითარებაზე ოცნებაც არ ღირს…ალბათ ფიქრობთ რა შუაშია იაპონია და ქაოსი :), სწორედ ჰარუკი მურაკამის ,,ნადირობა ცხვარზე’’ აკავშირებს ამ ორ ცნებას… ერთ-ერთი ჩველუელბრივი დღე,და ასეთივე ჩვეულებრივი წიგნის ფინალი, როცა ელოდები,რომ აღფრთოვანდები და კიდევ ერთ ,,ექსპონატს’’ შემატებ გონებას…თუმცა შედეგი სრულიად განსხვავებულია,საერთოდ გავიწყდება რა წიგნს კითხულობდი,ან საერთოდ რას აკეთებდი,იყურები ჭერში,ოღონდ ამჯერად მართლაც ბუზებს ითვლი… ცდილობ საკუთარი თავი დაარწმუნო რომ ყველაფერი გაიგე მაგრამ არაფერი გამოგდის…გინდა წიგნი დახურო და დაიჯერო, რომ ის წაიკითხე,ეს მორიგი ცდაც წარუმატებლად სრულდება… ალბათ ფიქრობთ რანაირად შეიძლება ამ ქაოსმა სიამოვნება მოგგვაროს, თუმცა გაგიკვირდებათ და ამ დროს საოცარ ექსტაზს განიცდი(მაზოხისტი მართლა არ ვარ 🙂 )… არ ვიცი მაქვს თუ არა უფლება ვთქვა, რომ ეს წიგნი ,,წავიკითხე’’, ის კი ვიცი რომ სანამ ყოველი ფინალისას ბუზების თვლის სურვილი აღარ გამიჩნდება, მანამ არ მოვეშვები!!!
ავტორი: person-vip

Advertisements

One comment on “რაც არ უნდა გაგიკვირდეთ – ,,ნადირობა ცხვარზე’’ !

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s