ტრადიციული ზღაპარი,ტრადიციურად ბანალური ფრაზებით…


რაც არ უნდა საწყენი იყოს ეს ზღაპარიც გაცვეთილი,ბანალური ფრაზით უნდა დავიწყო : ,,იყო და არა იყო რა ”,თუმცა ყველასაგან რაღაცით მაინც განსხვავდება… იყო ერთი პატარა სახელმწიფო,რომელსაც მლულოდნელად,არაფრისაგან დემოკრატიის შენება მოუნდა,სადაც ციხესიმაგრეებში პრინცესები არა, მაგრამ კაბინეტებში კორუმპირებული მოხელეები კი იყვენენ გამოკეტილი და თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცის მაგივრად ქათქათა ფულით ხელდამშვენებულ მსხვერპს ელოდნენ… ყველა თავისთვის თავის ჭიას ახარებდა და ცდილობდა : შუა ღამით,როცა ყინულით დაფარულ ხეებს მხოლოდ მთვარის შუქი ანათებდა,სეირნობდა ქუჩაში და თავის მეორე ნახევარზე ფიქრობდა…ნახევრად შიშველი არ დაბრუნებულიყო სახლში :(… როცა პრინცი და პრინცესა მეჯლისზე შეხვდებოდნენ ერთანეთს,პრინცი გადასცემდა დაკარგულ ქოშს,თვალებში შესციცინებდენ ერთმანეთს,თითქოს მათ გარდა ირგვლივ არავინ იყო,მათ გარდა ყველაფერი სიბნელეს მოეცვა ..ისე აგიხდა ყველაფერი! წავიდა სინათლე და ახლა ეს მშვენიერი წყვილი თავადაც სიბნელეში აღმოცნდა,ძვლივს ნაპოვნი ქოშიც ამ სიბნელეში ღმერთმა უწყის სად წავიდა… ამ ზღაპარში ყველაფერი უცნაურია და არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით,ბოროტ დედინაცვალს შავთმიანი,ზურგზე მიმოფანტული დალალების და მკაცრი გამომეტყველების ნაცვლად მელოტი თავი,არ არსებული დალალები ძალიან სასაცილო გამომეტყველება ჰქონდა,იგი მართლაც ყინულიან, მაგრამ არა სასახლეში იჯდა და დროდადრო თავს ჭიდაობით ირთობდა…ამდენი ხნის წყვდიადის მერე დადგა საოცნებო მომენტი, როცა დემოკრატიამ დაიწყო აღმშენებლობა,დღემდეც მოვაღწიეთ,არც კორუფცია და არც ჩაშლილი მეჯლისი…
მართლაც კარგი ზღაპარი გამოვიდა,თუმცა კი გავუცრუე იმედები,ვინც ტრადიციულ, ბანალურ ზღაპარს ელოდა… ალბათ გაგონილიც გექნებათ ზღაპრებში ყველაზე მეტი სიმართლეაო !!! 😉 (როგორ ვერ ვიტან ამ ბანალურ ფრაზებს 😦 ) ჭირი იქა ფქვილი აქა და ასე შემდეგ…
ავტორი: person-vip

Advertisements

4 comments on “ტრადიციული ზღაპარი,ტრადიციურად ბანალური ფრაზებით…

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s