იქ, სადღაც შორს…

… სადაც ყველაფერი იგიმის.. მხიარული, ლამაზი მელოდიებით სავსე დღეებით ცხოვრობს… სადაც მზეს უყვარს მთვარე, ცას ვარსკვლავები, მე-შენ და შენ-მე.. წვიმაც კი მხიარულად მღერის :,,წკაპ-წკუპ”.. სადაც თოვლიც თბილია, მხოლოდ სილამაზისთვის, საოცნებოდ მოსული..
… სადაც მე ვოცნებობ.. შენ, ის.. ჩვენ ვოცნებობთ..
… სადაც ოცნებებიც ოცნებობენ ოცნებებზე…
… სადაც ცისარტყელა უხვად არიგებს ფერებს..
… სადაც ქათქათა ღრუბლებზე ლაღად თამაშობენ მომღიმარი მზის ოქროსფერი სხივები..
… სადაც ნათელი, სუფთა სულით დადის თითოეული..
… სადაც არ სცხვენიათ თვალებში ჩახედვის..
… სადაც არ ეშინიათ სიმართლის…
… სადაც არ ტყუიან…
… სადაც სიმართლეც მხოლოდ ერთია – მე შენ მიყვარხარ ! ..
… სადაც იებიც ამას მღერიან – მე შენ მიყვარხარ !..
… სადაც ესმით ერთმანეთის…
… სადაც არ შურთ ერთმანეთის…
… სადაც უყვართ ერთმანეთი…
… სადაც…
… ბოროტება?!
… სიძულვილი?!
… სიცივე?!
… უგულობა?!
… გულცივობა?!
… გულგრილობა?!…
… ეს ყველაფერი ხომ არც არასდროს უნახავთ ამ ქვეყანაში.. ვიღაცას მოუპარავს ყველა ეს გრძნობა და საგულდაგულოდ დაუმალავს.. ისე, რომ ვერავინ ვერასდროს მიაგნებს, ვერ იპოვის..
… სადაც მხოლოდ ერთმანეთით ცხოვრობენ…
… სადაც მხოლოდ სიყვარულია…
… მხოლოდ.. სიყვარულია…

ავტორი : მეოცნებე

Advertisements

2 comments on “იქ, სადღაც შორს…

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s