სათაურს მოკლებული პოსტი !

ბევრი ერისათვის, მე პირადად, ერის სტარუსის მინიჭება არ შემიძლია,მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნების სიაში საქართველო ვერ და არ მოხვდება. ტრადიცია ქმნის ერს,ერი კი- პიროვნებას… გლობალიზაციის ხსენებაზე, სწორედ, ამიტომ ღრღნის ბევრ ჩვენგანს შიში,შიში თვითმყოფადობის დაკარგვისა,შიში იმისა რომ შენც ერთ-ერთი რიგითი მოკვდავი იქნები დედამიწაზე და არა განსაკუთრებული, შიში იმისა, რომ ერთ დღესაც აღმოაჩენ თურმე უბრალოდ არ არსებობ, შენი პიროვნება კი გლობალიზაციას,საკუთარი კულტურის კარგად შეფუთვას და მსოფლიო ბაზარზე პროდუქტის სახით გაყიდვას ემსხვერპლა… მთელს მსოფლიოზე გაბრაზებული ცოტა ხანში აღმოაჩენ,რომ გაბრაზების საფუძველი არ გაგაჩნია,რადგან შენ თვითონ ხარ ყველაფერში დამნაშავე,საკუთარი ხელით აქციე კულტურა პროდუქტად,საგულდაგულოდ შეფუთე და გროშებზე გაცვალე, ყველა ამქვეყნიური სილამაზე პროდუქტად აქციე… თუმც ამ გროშებს არანაირი ფასი აღარ აქვთ,რადგან შენ უბრალოდ არ არსებობ !!! ყოველგვარი გრძნობა იკარგება და ყველაფერი კარგად შეფუთულ არარაობად იქცევა და კიდევ ერთ ნაბიჯს გადგმევინებს აღრევისაკენ… დახეულ ტანსაცმელ შემოხეული ბვშვი, ქუჩის ლაბირინთებში, მშობლების მკაცრი გამოხედვის ფონზე, მრავლისმეტყველი თვალებით შეგცქერის და მოწყალებას ითხოვს, ისიც პროდუქტია და ხურდაზე იყიდება… თითქოსდა ნამდვილი სიყვარული, ღვთიური და არანაირ ბილწ საფუძველზე აღმოცენებული, ბევრს გული დასწყდება და ისიც იყიდება, უბრალოდ, ჯერ საკმარისი საზღაური(მარტო თანხა არ იგულისხმება) არ შეუთავაზებიათ… ყოველგვარ გრძნობას ანგარება ანაცვლებს,ყველა ყველაფრისაგან გამორჩენას ეძებს,არავის შეუძლია რაიმე გააკეთოს უბრალოდ იმიტომ,რომ სსხვას ასიამოვნოს და წამით დაავიწყოს გაქრობის შიში… საზოადოება ბრბოს ემსგავსება და ყველას, ვინც ფეხს იკრავს, წამოყენების ნაცვლად, ქოლავს,გამოსწორების შანსის ნატამალს არ უტოვებს,ყველა მაქსიმალურად ცდილობს ბოლო მოუღოს საკუთარ მეორე მეს,საკუთარ სხეულშივე ჩაკლას, თავის გამოჩენiს საშუალება არ მისცეს. განსხვავებული აზრი ? – ის უბრალოდ არ არსებობს… განსხვავებული აზრიც მეორე მეს ბედს იზიარებს,ჩანასახშივე ნადგურდება,არავინ აძლევს საშუალებას თქვას,რომ ჩვენ თვითონ ჩავძირეთ ადამიანური გრძნობებით, საკუთარი კულტურით დატვირთული ხომალდი და ამაში სხვისი დადანაშაულება უფსკრულიდან თავის დაღწევის ბოლო, არაფრისმომცემი მცდელობაა…
ავტორი: person-vip

Advertisements

6 comments on “სათაურს მოკლებული პოსტი !

  1. mtlad masec araa, magram simartlis marcvali urevia. globalizacias ver gavekcevit, magram dabrkoleba shegvidzlia, cotati mainc. yovel shemtxvevashi me ase mjera yvelam sakutar tavshi unda ipovos gza da ara sxvas uyuros da gulxeldakrepili elodos ragacas, “ra azri akvs mainc ase iknebao”.

  2. საქართველოში საზოგადოება არ არსებობს , არსებობს მარტო ბრბო და ერთეულები რომლებიც არ მიეკუთვნებიან ბრბოს , თვითონ ბრბოც იყოფა რამდენიმე განშტოებად , “ინტელექტუალთა ბრბო” და “ნაკლებად ინტელექტუალთა ბრბო” , ბრბოს ეზიზღება განსხვავებული აზრი და განსხვავებული ადამიანები , და გარიყული ყავს ის ერთეულები , ქართველი ერი არ არსებობს , არსებობს მხოლოდ ქართული ბრბო

    • მე მგონი მთლად ასე თქმაც არარეალურია, ერთეულები არსებობენ,რომელთაც მართლა ანაღვლებთ ერის ბედი !

      • ერთეულები არსებობენ რომლებიც ეზიზღება იმ ერს , და ერზე ზრუნვას არაფრად უთვლიან იმათ ვინც ერზე ზრუნავს , მოღალატეს ეძახიან , ილია ჭავჭავაძე ერზე ზრუნავდა მაგრამ ბევრს და უმრავლესობას ეზიზღებოდა , მისი კრიტიკა გულზე ხვდებოდა და იმიტომ , საკუთარ თავს ხედავდა ამ კრიტიკაში , ამიტომაც მოკლეს , დღეს საქართველოში ხალხი(ანუ უმრავლესობა) ბრბოა – ამით ყველაფერი ნათქვამია

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s