საკითხავი პოსტი !


ტრადიციულად მიაბიჯებ ქუჩაში,გაკვირვებული სახით აკვირდები ყველას ,ზოგის სულელურად მომღიმარი სახე იწვევს შენს გაოცებას,ზოგის კიდე ხელოვნურად შექმნილი ინტელექტუალური და, საბოლოო ჯამში, მაინც სულელური ჰაბიტუსი, მოდა გაკვირვების საშუალებას არ გაძლევს,უკვე მობეზრებული გაქვს, ყოველი მეორე ხომ ამ მობეზრებას უწყობს ხელს და ჯიუტად ატარებს მოდურ ტრენდებს, ცოტას უფიქრდები და ვერანაირ განსხვავებას ვერ ნახულობ, ჯინსი იქნება მოდაში თუ უბრალოდ ტომრით სიარული,ყველა ხომ მაინც მალევე აიტაცებს და სხვაობას ვერავინ დაინახავს… ხედავ უამრავ მხურვალე მისალმებას, თითქოსდა ირგვლივ ვერავის ხედავენო,თუმცა მალევე გამოქექავ გაკვირვების მიზეზს, ზურგს უკან ცინიკური მზერა ცვლის ამ უზომო ,,სითბოს”… მხიარული წყვილი, სიყვარულით შეპყრობილნი თელავენ ქალაქში ფრაგმენტულად მიმოფანტულ თოვლს, აკვირდები და მათში პოტენციურ მეგობრებს ხედავ, თუმცა ამ გამონაკლის შემთხვევაში არაფერი გაოცებს, სევდა გიპყრობს და მარადიული სიყვარულის მითს კიდევ ერთი აგური ეცლება… ბავშვები ხან ზედმეტად თავხედური სიამაყით ჩაგიქროლებენ ხომლმე და გაკვირვებას კი არა სიბრაზეს იწვევენ, უფროსები კი რადიკალური, სერიოზული, მეორე უკიდურესობაში გადაჭრილი სახით დაეხეტებიან ქუჩებში, გიკვირს, რატომაა ამხელა განსხვავება, ნუთუ რამდენიმე წელს ასე შეუძლია ადამიანის შეცვლა?! სიარულს აგრძელებ და სურვილი გიჩნდება რაიმეზე იხარხარო , ამისთვის შესაბამისი ადგილები წინასწარ გაქვს შერჩეული და ჯიუტად მიაბიჯებ, თითქოს ვინმე შენს შეჩერებას ცდილობდეს. თავიდან (ჩემი) მიზანი შესრულებულია და გაკვირვებული ხარ,ვერ წარმოგიდგენია რომელმა არქიტექტორმა მოიფიქრა უთავო ძეგლი ?მალე ხვდები რომ ეს არქიტექტორის არაპროფესიონალიზმით კი არა ძეგლის მასალის სიძვირითაა გამოწვეული, მიზანს აღწევ (ამჯერად საკუთარს) ბოლო ხმაზე ხარხარებ !!! ამგვარ ჰარმონიაში მყოფი, მიდიხარ ფანტანთან დაიხრები…. და იწყებ წყალკანაკლის ჰარმონიის დარღვვას გონებაში 🙂 წარმოიდგენ ფანტანს, რომელიც შხაპუნა წვიმას და ზემოთ ხსენებულ ჰარმონიას გახსენებს … შენდა მოულოდნელად ის ქუჩაში მოაბიჯებს, შორიდანვე ატყობ თავი უამრავი წიგნით აქვს გამოტენილი და არც უთავო ძელგი ახალისებს, რაა ამაში გასაკვირი ? ეს ზოგადად, ამ ფონზე კი, ეს უკანასკნელი, ყველაზე უფრო გაოცებულ სახეს გიტოვებს და ხარხარის სურვილს გიკარგავს…

Advertisements

3 comments on “საკითხავი პოსტი !

  1. კარგი პოსტი იყო მომეწონა 🙂 ისე მეც ოზურგეთელი ვარ. ვაუუ ამ წამს შევნიშნე ჩემი თავი ბლოგროლში, არ ვიცოდი თუ კითხულობდი ჩემ ბლოგს :)) გამეხარდა.

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s