საკუთარი თავის ამოსაცნობი პოსტი !

პოსტს ალბათ იმიტომ დაკლიკე, რომ ფიქრობ: ,,ვნახოთ,აბა როგორ ამოვიცნობ საკუთარ თავს”, ვფიქრობ ამოიცნობ, თუ რა თქმა უნდა გქონია ისეთი შემთხვევა, რომელზეც მინდა დავწერო.
გიყურებიათ ,,ვის უნდა 20 000 ? ” – სთვის, ან პ.ბურჭულაძის ფონდ ,,იავნანას” კონცერტისთვის?- დარწმუნებული ვარ , რომ კი.
… იწყება გადაცემა, ხედავ თვალცრემლიან ადამიანს, რომელიც ეკრანიდან დახმარებას გთხოვს, გეუბენბა რომ უჭირს და შენს ჩარიცხულ ლარიანზეა დამოკიდებული, შენც უხერხულად იშმუშნები და თუ ანგარიშზე არ გაქვს , თავს დამნაშავედ გრძნობ, რომ ვერ ეხმარები ადამიანს, რომელსაც შეიძლება ძალიან უჭირს კამერის წინ დგომა და ფიქრობს : ,, ღმერთო ჩემო, ალბათ რა საწყლად გამოვიყურები”. თუმცა სხვა გზა არ აქვს.
მეგობრებთან ერთად განიხილავ თუ როგორ შეგეცოდა ,,თვალცრეემლიანი გმირი” და როგორ გტკივა გული იმაზე, რომ ვერ გაეხმარე იმავე საღამოს კი აღარ გახსივს მისი გასაჭირი, მას კი ისევ უჭირს, ადრე მხოლოდ ჯანმრთელობა ან სოციალური პრობლემები(ან ორივე) უღრნიდა გულს, ახლა კი ისიც, რომ ქუჩაში გასულს ყველა უყურებს და ამ ,,ყველა”-ს მცირე ნაწილი ფიქრობს : ,, უი, ეს ისაა ამას წინად, რომ ფული ჩავურიცხე ”. დიდი ნაწილი კი ფიქრობს ,,ჰაჰ, მშვენივრად გრძნობს თავს, თურმე დიდი არაფერი დამიშავებია, რომ არ დავრეკე…”
,,აი ასე, დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე და დაბალი ცნობიერება, უწყობს ხელს იმას, რასაც ,,ერის უკუსვლა” ჰქვია, თურმე რთულია, გეტკინოს სხვისი, თუმცა როცა შენ გეტკინება, მიმოიხედავ და ირგვლივ დიდ სიცარიელეს დაინახავ, სიცარიელეს რომელსაც ვერაფრით ამოავსებ, მას – მარტოობა ჰქვია !
ავტორი: ვერო

Advertisements

7 comments on “საკუთარი თავის ამოსაცნობი პოსტი !

  1. მაგ გადცემის პრინციპს ვერ ვიტან. სხვის სიცოცხლეზე შოუს აკეთებენ და გაჭირვებულ მოსახლეობას ფულის ჩარიცხვისკენ მოუწოდებენ :/

    • თვითონ არ აქვთ სინდისი, გამოწკეპილები სხედან დარბაზში დაგაღლეტილ ხალხს თხოვენ დაეხმარეთო და ადამიანის სიცოცხლეს რისკქვეშ აყენებენ.
      აი დაუშვად იგებ იმ 20 000 ჰო? ანუ ის ფული არსებობს და აქვს იმ გადაცემას და ყოველ გადაცემაზე გათვლილია მაქსიმუმი (1% მაინც ჰო არის მოგების შანსი).
      ჰო და თუ გაქ შე მამაცხონებულო ფული, ადექი და დაეხმარე, რა შოუებს მიწყობ.
      თუ ხალხმა ვერ დაამესიჯა და ვიღაც ცნობილმაც ვერ უპასუხა იმდენ კითხვას რომ ოპერაციის თანხა დაფაროს ანუ ფაქტიურად კლავენ იმ ადამიანს? რა უსინდისობაა.
      ვერ ვტან მაგ გადაცემის პრინციპს :/

      • რაღაც მაგ გადაცემის ფინანსური მხარე ბუნდოვანი მეჩვენება,თან ჩარიცხული ლარიდან იქვითება გარვეული თანხა …

  2. სწორედ მაგიტომ დავწერე.. ვისაც არ უნდა კითხო დარწმუნებული ვარ 90% იტყვის ძალიან მაგარი გადაცემააო.. და მაგარ საქმეს აკეთებენო და სინამდვილეში ვერ ხვდებიან რო შეიძლება ვიღაცის ცხოვრებას ანგრევენ.. ავტორები ხვდებიან მარა უკეთეს შოუს ვინ გაგაკეთებინებს თუ არა ატირებული, გაჭირვებული ადამიანი.. ეს იციან და … მოკლედ მაინც ჩვდენი ბრალია .. ჩვენ – საზოგადოებას მოგვწონს საწყალი ადამიანის ყურება და გვაყურებინებენ.. ესაა სიმართლე!

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s