რატომ ხარ ბლოგერი ?

შეიძლება სულაც არაფერზე ფიქრისას მოგინდეს რაიმე მიჯღაბნო,პოსტის წერის სურვილი ღამითაც არ გასვენებს, ან მთელი დღე იფიქრო და როცა მიხვდები,რომ დაწერად ღირს,თითქოს წელიწადია არ გამოგიყენებია, სულელივით მივარდე ,,კომპს”. რა თქმა უნდა არ შეიძლება მუდამ მუზების შემოტევას განიცდიდე, შედიხარ ბლოგზე, აკვირდები უკვე კარგა ხნის გამოქვეყნბულ პოსტს და თავს დამნაშავედ გრძნობ, რომ შენი მკითხველი (თუ რა თქმა უნდა ისინი არსებობენ) მიატოვე და ახლა სხვა ბლოგების კითხვით ირთობენ თავს, მაშინვე თავს აქანებ და ურალოდ წერ იმაზე, რაც პირველი მოგივა თავში და როცა პოსტის ბევრი ადამიანი ნახულობს თვითკმაყოფილება გეუფლება… არასოდეს დაფიქრებულხართ რა არის ამ ყოველივეს მიზეზი?- მე კი :P, ბოლოს მივხვდი, რომ ამ ყველაფერს შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს :

სიმართლე გითხრათ არასოდეს მქონია დღიური,ალბათ ეს ცუდია და ახლა ვინაზღაურებ ამ დანაკარგს :), უბრალოდ ვწერ იმაზე რაც მსურს!, ზოგს ალბათ კალმის გამოყენება ეზარება და შემდეგ მისი ნაწერების საგულდაგულოდ დამალვა რათა ,,კორექტივების” შეტანა,ან თუ საიდუმლოა – გადახედვა ვერავინ შეძლოს, ბლოგის სისტემა კი ამ ყოველივეს კომფორტულად ახერხებს.

შეიძლება ბევრს არ სურდეს აღიარება , მაგრამ ყველას სიამოვნებს, როცა მის ,,შემოქმედებას” ვინმე ეცნობა,საკუთარ აზრებს გამოთქვამს,იწონებს, დამაიმედებელ კომენტარებს ამატებს და ახალი პოსტის წერის სურვილს აღვიძებს.

პატარებმაც კი იციან რაა მათი საკუთრება, მოსწონთ რომ ის მათ ეკუთვნით და ძალიან რთულად თუ თმობენ… ძალიან სასიამოვნოა როცა რაიმე შენ გეკუთვნის, ბლოგიც შენი საკუთრებაა და ისე მოექცევი როგორც გინდა… ( ჩემს შემთხვევაში თანაბლოგრებთან ვინაწილებ ამ საკუთრებას :))

თუკი იმდენს მოახერხებ, რომ შენს ბლოგს ათასობით მომხმარებელი ჰყავდეს,მიზეზად შეიძლება ფული იქცეს…

პოპულარობა! ,,აუ რა ბლოგი აქ იცი?!” ყველას აქვს სურვილი იყოს პოპულარული…

ბევრისთვის ბლოგი რომელიმე საგნის უკვდავსაყოფი საშუალებაა, მათთვის რეიტინგის მიღწევის ერთადერთი საშუალება ვიკიპედიის (ან სხვა ვებსაიტების) ხშირი სტუმრობა, თუმცა რა თქმა უნდა მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველაფრის ერთად შეკრების გამო, ან როცა მასწავლებელი არ გვეშვება, სანამ ინტერნეტიდან დამატებით ინფორმაციას არ გავაცნობთ…

ზოგიც ძალიან ზოგადსაკაცობრიო მიზანს ისახავს და საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობს სოციალური მედიის განვითარებაში,თამამად აფიქსირებს საკუთარ აზრს ყველაფერთან დაკავშირებით,არ ერიდება საპირისპირო აზრს და ცენზურას…

გეცნოთ სიმპტომები?-გილოცავ შენ ოფიციალურად ხარ დაავადებული ბლოგერომანიით.ჯერაც ვერ გამირკვევია ამათგან რომლის გამო ვწერ ამ პოსტს,თუმცა ალბათ მიზნად მეხუთე გადაიქციო-საუკეთესო ვარიანტია!

ავტორი: person-vip

Advertisements

20 comments on “რატომ ხარ ბლოგერი ?

  1. იმიტომ, სამყაროდან გაქრა ადამიანი, რომელსაც ყოველ ღამე ზუსტად ისეთი მოცულობის და შინაარსის პოსტებს ვწერდი, როგორსაც ბლოგზე ვწერ…

    მე მართლა მკიდია ვინმე კითხულობს თუ არა, პროსტა რეაბილიტაციის საშუალებაა ალბათ… (ოღონდ გამიგრძელდა ძაან) 😀

  2. dgiurebi yoveltvis miyvarda da axlac vwerr:)))) magram arasdros mqonia survili gamesajaroebina chemi azrebi :))) tmca blogi arachveulebrivi sashualebaa imistvis rom sheni azri sxvebsac gauziaroo :)) swored amito vwer postebs(ishviatad mara mainc :D)

  3. დაბნეულობა რო გავფანტო ამ ბლოგზე რამდენიმე ავტორის პოსტია, person-vip თემო, ვერო , მეოცნებე- იზი და თამუნა 😉

  4. მართალია რამდენიც არ უნდა ამტკიცონ არაო მაინც ძაალიან სასიამოვნოა როცა გეუბნებიან ,,შენ ის ხარ?” ,,შენი პოსტები ვნახე” ,,შენი სტილი მომწონს” ,,რაღაც ორიგინალურია…” და ა.შ…
    და რომ ხვდები ეს მხოლოდ შენია,შენი დამსახურებაა,ამაში არავის არ მიძღვის წვლილი შენს გარდა ❤

  5. დღიური არც მე მაქვს, იმის მერე რაც ბლოგი შევქმენი..
    ისე კი მეც ცუდად ვხდები დიდი ხანი პოსტი თუ არ დავწრე მინდა აც ჩემ თავს ხდება ყველაფერი გადმოვანთხიო :დ ჩემი გრძნობები და ა.შ.
    ისე კი მარტო მკითხველისთვის არ ვწერ, ჩემ ჭიასაც ვახარებ. სხვათაშორის ბლოგსპოტზე 1 წელი ისე ვწერდი რომ ერთი დამკომენტარებელიც კი არ მყოლია, ვორდპრესზე გადმოსვლის შემდეგ კი 3 თვე ვიზიტორების გარეშე ვწერდი, მაგრამ მერე ბნგ (ალბათ არ გეცოდინება) გამოჩნდა და ჩემი ბლოგის კითხვაც დაიწყეს (კარგი შეგრძნება ყოფილა). ახლა კი მკითხველი ეს ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამაა ვისთვისაც ვწერ. გავიმეორებ “ერთ-ერთი” და არა ერთადერთი 🙂

      • ჰოო 🙂 თინ ბლოგერსში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. არა მარტო ბლოგს ვაპიარებ არამედ სხვა საინტერესო რაღაცეებზეც ვბაასობთ და ვერთობი 🙂

  6. მიუხედავად იმისა რომ რაღაც მეც მაქვს დაწერილი ჩემს თავს ბლოგერს მაინც ვერ ვუწოდებ.. 😀 თუმცა ვაღიარებ ძალიან სასიამოვნოა საკუთარი აზრის აფიშირება.. :))

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s