შ ე ნ !

შენ, ვინც დაიბადე ერთ არაფრით გამორჩეულ დღეს.. გაახილე თვალი და დაინახე ადამიანი, რომელიც შენთვის უცხო, მაგრამ ახლობელი თვალებით გიყურებდა.. თვალებით, რომელიც შეიძლება დაგავიწყდეს, მაგრამ ვერასდროს ამოშლი გულიდან – ადგილიდან, რომელმაც პირველმა აგრძნობინა ფილტვებს, ფილტვებმა- შენ, შენ კი- სამყაროს, რომ ცოცხალი ხარ!

შენ, ვისაც დღის უდიდესი ნაწილი გეძინა და ხედავდი იმას, რაც შემდეგ უფრო მძაფრად განიცადე.. იგრძენი.. შეიცანი.. შეიყვარე ან შეიძულე.. დაიხსომე ან საგულდაგულოდ გადამალე გულის შორეულ კუნჭულში..ვისაც არადროს გიფიქრია იმაზე, თუ რა ძვირფასი იყავი სხვებისთვის..

შენ, ვინც ხოხვიდან ნაბიჯამდე ბევრი იშრომე და ბოლოს, მაინც მიაღწიე შენ მიერ დასახულ პირველ მიზანს – გაგევლო ირგვლივმყოფებივით..

შენ, ვინც პირველი სიტყვები გულში ჩაინიშნე, უფრო სწორად, სხვას ჩაუნიშნე, ქალს, რომლისთვისაც სამყაროს საწყისი და სასრული ხარ!

შენ, ვინც პირველად დაინახე 30 შენნაირი ერთად შეკრებილი და გაოცებისაგან თვალები ჭყიტე.. თუმცა საყვარელ დედას მაინც არავინ გერჩივნა და ტირილით შეხვდი მის წასვლას.. ერთი სული გქონდა როდის მოვიდოდა საღამო რომ ისევ მასთან წასულიყავი..

შენ, ვინც აღელვებულმა და ,,დიდივით” ჩაცმულმა მიაკითხე დიდ შენობას სადაც 12 წელი გაატარე და მხოლოდ ბოლო წლის ბოლო დღეს მიხვდი, რომ ცხოვრების მეოთხედი გავიდა, რომ გაიზარდე.. იმ მომენტში ყველა ერთნაირად გიყვარდა – 35-ვე კლასელი, ყველა მასწავლებელი მკაცრიც და ლმობიერიც (მიუხედავად მათი ნაკლისა.. და თან არა ერთისა 🙂 ), ის ხუთივე, ვინც ამ სკოლაში და შენს გულში ერთდროულად გაიარა 😀

შენ, ვინც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღე და მიხვედი უფრო დიდ შენობაში, სადაც ახალი ცხოვრება დაიწყე.. ახალ სამყაროში..

შენ, ვინც ასისტენტით დაიწყე და უფროსით დაამთავრე.. და გაგახსენდა ხოხვით დაწყებული და გამართული ნაბიჯით დასრულებული სიარული.. 🙂

შენ, ვისაც მეექვსედ თუმცა პირველად შეგიყვარდა.. ამას კი იმით მიხვდი, რომ მასთან ერთად დაბერებაზე ოცნებობდი.. გეყოლა პატარა.. ვინც პირველმა გაგრძნობინა, რომ ვიღაც შენს თავზე მეტად გიყვარს.. 🙂

შენ, ვინც ცრემლად დაღვარე ის, რასაც შვილიშვილისადმი სიყვარული ჰქვია.. 🙂

შენ, ვინც სიცოცხლე ბედნიერად დაასრულე.. გიყვარდა – უყვარდი.. გჭირდებოდა – სჭირდებოდი.. გივიწყებდა – ივიწყებდი.. იცხოვრე ბანალურად, თუმცა ყველასგან ერთი რაღაცით გამორჩეულმა.. ეს ,,რაღაც” არავის გაუმხილე, რადგან შენც კი, როცა მიხვდი  უკვე გვიან იყო, რადგან გვირაბის ბოლოს გამოჩენილი სინათლისკენ ილტვოდი.. მთელი არსებით..

ავტორი: ვერო

Advertisements

10 comments on “შ ე ნ !

  1. ეს ყველაფერი ზოგადად დავწერე.. ესაა ჩემი აზრი თუ როგორ უნდა ხდებოდეს ადაამიანის ნორმალურ ცხოცრებაში.. გამონაკლისები იმდენია რომ ვერ ჩამოთვლი და სამწუხაროდ ვერ ჩამოვთვალე.. :))))

  2. ძალიან ,ძალიან,ძალიან მაგარია!
    ყოჩაღ ყველაფერი ძალიან კარგად გაქვს გადმოცემული:*

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s