საქართველო – ქვეყანა სადაც…

ალბათ ყველას გაგიგიათ ფრაზები : ,,რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ!” ,,ქართველია და იმიტომაა კარგი..” ,, ქართველებს ყველაფერი შეგვიძლია!” ასეთი კიდევ ბევრია, ჩამოთვლას არ გავაგრძელებ.. 🙂

ჩვენ ადამიანები ცოტა არ იყოს პატივმოყვარეები ვართ, არ გვიყვარს კრიტიკა, შესაბამისად არც კრიტიკოსები.. (მე მესმის ჩვენი :D) მაგრამ შევთანხმდეთ იმაზე რომ კრიტიკა საჭირო და აუცილებლია, ამიტომ ჩავიდენ ,,გმირობას” და ვეცდები გავაკრიტიკო ასე ,,სანაქებო” ქართველები.. 🙂

ჩვენ,რომ ნიჭიერი ერი ვართ ამაზე აღარ ვკამათობთ თუმცა ნამდვილად საკამათოა ის, თუ რამდენად ვაფასებთ ჩვენსავე ნიჭს. ჩვენთვის ხომ მაშინ ხდება ქართველი ნიჭიერი, როცა სხვა შეიყვარებს ,სათანადოდ დააფასებს და ჩვენკენ გამოხედვაც არ უნდა..    მერე კი ვამბობთ : ,,ეგ რისი ქართველია, ფული გვამჯობინაო”.. (ნეტავ როდის მივხვდებით რომ ყველაფერი ჩვენი ბრალია?!)

ქართველები რომ სტუმართმოყვარე ერი ვართ ამაში მთელი მსოფლიო დარწმუნებულია, ჩვენთან ჩამოსულმა სტუმრებმა იციან რომ არაჩვეულებრივი კერძებით გავუმასპინძლდებით, ასევე მოსწონთ თამადის კულტი, რაც ქართულ სუფრას თავისებურ უნიკალურობას მატებს, თუმცა გადამეტებაც გვჩვევია.. ეს ,,გადამეტება” კი ამ შემთხვევაში სუფრაზე N რაოდენობით საჭმლის დაყრითა(ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და ქეიფის ჩხუბით დამთავრებით გამოიხატება. ჩემთვის ცოტა გაუგებარია როგორ უნდა დავუმტკიცოთ მსოფლიოს რომ ყველაზე მაგრები ვართ, თუ პაპუასებივით უაზრო ჭამა-სმისა და ,,გათხლეშვამდე” დალევის გარდა გამოსავალს ვერაფერში ვხედავთ, თუ ჩვენი საქციელი არა თუ სხვას , არამედ გულის სიღრმეში ჩვენც კი არ მოგვწონს (მიუხედავად იმისა რომ არ ვაღიარებთ:))

არსებობს ,,მითი” , რომ ქართველები კაცთმოყვარეები ვართ. გააჩნია ამაში რას ვიგულისხმებთ, ხოლო იმის მიხედვით რასაც მე ვგულისხმობ კაცთმოყვარეობაში, ამაზე პრეტენზიის გამოთქმის უფლება ნამდვილად არ გვაქვს, მაშინ როცა ჩვენი სიტყვებით თუ ვიტყვით, ,,ინვალიდის” ან ,,ბრმის” დანახვაზე თვალები გვიფართოვდება და ვფიქრობთ: ,,ეს საწყალი რა უბედურიაო” სინამდვილეში კი არ გვიფიქრია იმაზე, რომ ჩვენ მასზე ბევრად საცოდავები ვართ, ჩვენი დაბალი დონის შეგნების გამო, არც იმაზე  გვიფიქრია .რომ ამით საკუთარ თავს ვაყენებთ შეურაცხყოფას, არც იმაზე რომ ჩვენ მიერ ნასროლი უაზრო სიტყვებით უდიდეს იარას ვტოვებთ იმ ადამიანის გულში.. გამოდის რომ არც არაფერზე გვიფიქრია, პრეტენზიები პირველობაზე კი…

XXI საუკუნემ ჩვენს ლექსიკონში ბევრი ახალი სიტყვა შემოიტანა :,,დემოკრატია” , ,,გლობალიზაცია” , ,,პროგრესი” , ,,ტოლეტანტობა”.. მოდით ბოლოზე გავამახვილოთ ყურადღება.. 🙂

მგონი ბევრი ფიქრი და ტვინის ჭყლეტა არ სჭირდება იმ კითხვაზე პასუხის გაცემას ,,ვართ თუარა ტოლერანტები?” , რადგან პასუხი მარტივია :,,-არა!” რომელ ტოლერანტობაზე უნდა ვისაუბროთ როცა მუსლიმანის ან კათოლიკის დანახვაზე ჩვენი გულში გავლებული ფიქრები ენით გამოუთქმელია , ან როცა არატრადიციული სექსულალური ორიენტაციის ადამიანებს ქვებით მივდევთ და მზად ვართ ტვინი გავასხმევინოთ, როცა ადამიანებს სამეგობროდ სოციალური მდგომარეობით ვარჩევთ.

იქნებ ერთ რამეზე შევთანხმებულიყავით, დავანებოთ წარსულზე ტირილს თავი და აწმყოთი ვიცხოვროთ! ხომ ვხედავთ,რომ კომუნისტური ანუ არაადამნიანური შეხედულებები ტრადიციებად ვაქციეთ და ამით ვამაყობთ, როცა ეს სატირალია! როდემდე უნდა ვიდარდოთ იმაზე რომ კომუნისტების დროს ყველაფერი იაფი იყო, ,,ქალ-ბიჭას” ვერსად ნახავდი, ამხელა რუსეთს ,,უყვარდი” და ასე შემდეგ. მგონი დროა აწმყოთი ცხოვრება დავიწყოთ! 🙂

ნუ მიწყენთ ამ ,,დიდ თავხედობას” , დამიჯერეთ ჩემზე მეტად არ გიყვართ საქართველო და ქართველები, ხომ გაგიგონიათ: ,,მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო”. ესეც ქართველის ნათქვამია, თანაც დიდი ქართველის…

ავტორი : ვერო

Advertisements

13 comments on “საქართველო – ქვეყანა სადაც…

    • რა თქმა უნდა ხდება, ნებისმიერი სახის… ეს ზოგადი სურათია რაც მაგნაირი პატარ-პატარა ფაქტებით იქმნება…

  1. მგონი არაფერ შუაში არ არიან კომუნისტები (დააყენეთ ის ხალხი) 😀

    ნიჭიერ ზარმაცებს რაც შეეხებათ ჩევნთან მართლა ზედმეტად ბევრია ეგეთი, თუმცა ისეთიც ბეჯითიც ბევრია… უბრალო მასიურად ისეთი იჭიერი ერი ვართ რო თვალში მოგხვდება ეს ზარმაცი ნიჭიერები… ^^

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s