ირონიით შეკაზმული სატირა ქართულ ფეხბურთზე

თუკი ერთხელ მაინც არ გიყურებიათ ნამდვილი ფეხბურთისათვის  და სპორტის ეს სახეობა თქვენთვის ჯერაც ერთი ბურთისთვის მორბენალი 11 ადამიანის ერთობლიობა, პოსტის კითხვას უბრალოდ ნუ გააგრძელებთ…

პირადად ჩემთვის  ფეხბურთი სპორტის სახეობა კი არა ხელოვნებაა, თუმცა ძალიან სამწუხაროა, როცა ამ ხელოვნებით დატკბობის საშუალება საკუთარ ქვეყანაში არ გაქვს და  საზრდოს ძიება ინგლისის, ესპანეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის შიდა ჩემპიონატში გიწევს.       თავის ხიბლს კარგავს და შურს გიღვიძებს მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატი, როცა ხედავ როგორ აღნიშნავს ერები საკუთარი ქვეყნის გამარჯვებას, ამხნევებს  მთელი თამაშის განმავლობაში და უდგას მას მხარში წაგების  დროსაც კი, თუმცა ქართველებს მხოლოდ ამ უკანასკნელით ,,დატკბობის” საშუალება ქვაქვს… ყველა გუნდი თამაშის წინ აღნიშნავს მეტოქის სიძლიერეს, რომ არავინ იცის ვინ გაიმარჯვებს, ბევრისგან ეს  თავის დაზღვევა , კარგი ტონი მგონია, რადგან ცოტა არარეალურია როცა ,,ბარსელონა”  ,,ხერესის” ან ,,ტენერიფეს” შანსებზე საუბრობს (შეურაცყოფას არცერთ გუნდს არ ვაყენებ, 100%-ით დაზღვეული არავინაა, ბურთი ხომ მრგვალია :D) თუმცა ქართველებს ამის თქმის რეალური  საფუძველი გვაქვს, რადგან ჩვენთვის ყველა მეტოქე ,,ძლიერია”.  საქართველოს ნაკრების უსუსურობის მიზეზი სწორედ ისაა, ფეხბურთი პირდაპირი მნიშვნელობით ესმით და მხოლოდ ფეხი წარმოუდგენიათ თამაშის ატრიბუტად, მთავარი კი ისაა ამ ფეხს გონება ამოძრავებდეს. არასდროს დამავიწყდება ის იმედი, რაც ბატონი თემურ ქეცბაიას ნაკრებში მოსვლისას  ჩამესახა, ის არაჩვეულებრივი სტარტი, ასეთივე გაგრძელება, თუნდაც ფორტუნის ხარჯზე ძლეული ხორვატია, თუმცა ჩავარდნა ჩავარდნითვე გაგრძელდა, მაგრამ თუ ვინმეს იმედი დამრჩა, პირველ რიგში საქართველოს ნაკრების მწევრთნელისა.

რთულია ქართული ფეხბურთის ჩავარდნაში  რომელიმე მხარე დაადანაშაულო, მაყურებელი, მწვრთნელი, მთავრობა, თუ თავად ფეხბურთელები, მაგრამ ერთი ნათელია- ვერც ერთი მათგანი ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.უკანასკნელი ლაჩარივით მოიქცა ,,ბატონი” კახა კალაძე, კაპიტანმა, გუნდის ლიდერმა, რომელსაც თანაგუნდელების გამხნევება, გამარჯვებამდე მიყვანა ევალება, გუნდი მიატოვა და ახდენადი თუ არ ახდენადი ოცნების აღსრულებაში წვლილის შეტანა გადაწყვიტა. დიდი ბოდიში კაპიტანო მაგრამ ამ ყოველივეს გააზრების შემდეგ მხოლოდ შენი ორი ავტოგოლი მახსენდება და არა დამსახურება(თუკი დაცვის ჩაშლის გარდა რაიმე ფუნქცია გაგაჩნდა). სხვა რომ არაფერი ვთქვათ წესიერი კომენტატორი ვერ გამოინახა :  ზოგი ფეხბურთელების სახელს და გვარს ვერ იმახსოვრებს და მთლი თამაშის განმალობაში რაც არ უნდა დარწმუნებული იყო შენც კი გაბნევს, ზოგს კარგი კომენტატორობა ბოლო ხმაზე ,,ხავილი” და ხმის გაქრობა ჰგონია, ზოგმაც ,,ჭკუა” იხმარა და წინამორბედების მიბაძვა გადაწყვტა, თუმცა ეგეც უშედეგოდ… ფეხბურთელები გულშემატკივარს უჩივიან, გულშემატკივარი ფეხბურთელებს, რომელმა უფრო ადრე ააღო ხელი ქართულ ფეხბურთს-დილემად  რჩება და ცნობილ გამოცანას ,ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი, მაგონებს. ყოველივე ამ არეულობის შედეგად კი  მსოფლიო რეიტინგში 75-ე ადგილს ვიკავებთ.(თუ კიდევ არ დავიჩოცეთ უკან 😦 ) ვისაც გინდათ ,,არაპატრიოტიზმში” ჩამითვალეთ, ვისაც გინდათ ,,ღალატში” , მარგამ თუმც მოგებული (საკითხავია როგორ) თამაშის შემდეგ ალბანეთთან , მიჩევნია საყვარელი კლუბის თამაშებით, გამარჯვებით დავტკბე და საქართველოს ნაკრების თამაშების რეზულტატების გაგებას თავი ავარიდო…..თუმცა გატყუებთ!  არ ვიცი რა ძალა, ყოველი თამაშის ყურებას მაიძულებს, უფრო სწორად არც ისეთი ლაჩარი ვარ, რომ  ოცნებებზე გავცვალო საკუთარი ნაკრები(ზემოთ ხსენებულების არ იყოს) , მიდით ბიჭებო!!!

ავტორი : person vip

Advertisements

12 comments on “ირონიით შეკაზმული სატირა ქართულ ფეხბურთზე

  1. გეთანხმები.. დდა იბისაც ვეთანხმები, რა ჯობია მთელი ემოციეებით რო უყურებ ფეხბურთს:დ. მითუმეტეს ბარსელონა რო თამაშობს^_^:დდ

  2. მომეწონა! მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ გეთანხმები. დაწყება შესანიშნავი იყო… რადგან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც ჯერაც ვერ გაუგია, რა “მუღამი” აქვს 11 ფეხბურთელის მიერ ერთადერთი ბურთის დევნას. მიზეზი არ მაქვს, საიდან, როგორ, რანაირად და რატომ შემიყვარდა ფეხბურთი, მაგრამ ფაქტია, რომ შემიყვარდა. ალბათ ყველასთვის არსებობს საყვარელი ფეხბურთელი, რომელმაც დიდი სიმპათიები გამოიწვია ადამიანში და რომლის წყალობითაც ბევრი ჩვენგანი ვადევნებთ თვალს სპორტის (უკავრავად, ხელოვნების) ამ სახეობას..:))) თუმცა ერთ რაღაცაში შეგეკამათები: შენნაირად ბევრი ფიქრობს კალაძესთან დაკავშირებით, მაგრამ ბევრი მიზეზია, რის გამოც არ უნდა გალანძღო ჩვენი კახა და მოღალატე არ უნდა უწოდო..
    დავიწყოთ იმით, რომ ამ ფეხბურთელმა უდიდესი გზა გამოიარა– სამტრედიიდან მილანამდე. იტალიურ პრესაში უკვე წელიწად–ნახევარი იწერებოდა, რომ კახა “მილანის” ინტერესთა სფეროში შედიოდა. ამის გარდა უამრავი შემოთავაზება ჰქონდა სხვადასხვა ქვეყნიდან. მისი შეძენა ლონდონის “ჩელსის” და მიუნხენის “ბაიერნსაც” სურდა. 2005 წელს გალიანიმ აღნიშნა კიდეც– კალაძის სახით ახალი ცენტრალური მცველი აღმოვაჩინეთო.
    ის უნდა დავამატო, რომ მანამდე, ვგულისხმობ პატარაობაში, 12 წლისას დასავლეთ საქართველოს რეგიონში ბავშვთა გუნდებს შორის გამართულ ჩემპიონატში საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა. 14 წლისას საქართველოს უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდა. მოკლედ რომ ვთქვა, საკმაოდ წარმატებული იყო ბავშვობიდანვე და ბევრი იმის გამო ლანძღავს, რომ 2 ავტოგოლი გაიტანა. რა თქმა უნდა ეს არავის ესიამოვნება, არც ერთ გულშემატკივარს და ესიამოვნება კი არა, გაგიჟდება.. მაგრამ ეს ხომ იშვიათობაა?! ეს ხომ ძალით არ მოსდით ხოლმე ფეხბურთელებს.. აქამდე უდიდეს ფეხბურთელებსაც გაუტანიათ ავტოგოლები, ბარსას და სხვა დიდი კლუბების ფეხბურთელებსაც, მაგრამ ეს არ ხდება გამიზნულად და ამის გამო ამხელა ადამიანი არ უნდა გავლანძღოთ:))) კაცმა, რომელმაც ამდენი რამე გააკეთა და მნიშვნელოვანი ადგილიც დაიკავა “მილანში.”
    ეს ჩემი სუბიექტური და + კარგად ინფორმირებული აზრი იყო ზოგადად ფეხბურთისა და კახის შესახებ. რა ვიცი, მე ვთქვი სათქმელი.. მაგრამ არამგონია, მაინც და მაინც გამოგისწორდეს დამოკიდებულება მისადმი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მცირე “სტატიით.”
    P.s. დიდი მადლობა, ამხელა რამე თუ წაიკითხეთ. (საერთოდ მიყვარს ხოლმე ფეხბურთზე დიდი პოსტების წერა..) 😀

    • კაი ვინმე ხარ 😉 :დ მე არც მითქვამს კახი ცუდი ფეხბურთელი იყო თქო და არც მისი პროფესიული მიღწევები დამიკნინებია, უბრალოდ მისი მისი უპასუხისმგებლობა გუნდის წინაშე და ფეხბურთის იდეალების უარყოფა ავღნიშნე(ფეხბურთს და პოლიტიკას არაფერი აქ საერთო )

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s