ბავშვზე ძალადობის ალტერნატივა

Image

”ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა” გურიის სკოლებში გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა მიიღეს.
შედეგები გაინტერესებთ? კი ბატონო, მოგახსენებთ 😀  
გამოკითხვამ აჩვენა , რომ კლასში სიცივის გამო ბავშვები ქურთუკებით სხედან და ამის შემდეგ მშობლების ანკეტებს თუ გადავხედავთ,აღმოვაჩენთ,რომ ისინი კმაყოფილნი არიან სკოლაში არსებული პირობებით :((((((((
ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ შედეგებზე თავიდან მეცინებოდა მერე გავაცნობიერე ”სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს ” მეთქი
გაგეცინებათ (ან გაგიკვირდებათ ) ამის შემდეგ ისიც კი ვთქვი რახან ბავშვზე ფიზიკური ძალადობა აკრძალულია, გურულმა მშობლებმა ბავშვის დასჯის ალტერნატიული მეთოდი მოიფიქრეს და ახლა შვილებს სკოლაში გაშვებით ”სჯიან” მეთქი  (ეს რა თქმა უნდა ხუმრობით:D )
ახლა კი რეალურ მიზეზებზე მოგახსენებთ

მიზეზი 1
მშობლების რაღაც ნაწილს წარმოდგენა არ აქვს რა პირობებში სწავლობს მათი შვილი! 😦

მიზეზი 2
მშობლებმა იციან ეს ყველაფერი,მაგრამ არაფერს ამბობენ ეშინიათ მერე მათი შვილი არ ”ამოიჩემონ”

მიზეზი 3
საზოგადოების დამოკიდებულება აშინებთ მერე მათაც და მათ შვილსაც ინტრიგნებად შერაცხავენ :((

მიზეზი 4
(ეს ნახევარად ხუმრობით) შეიძლება, სკოლის დირექტორი ,მისი მეზობლის ნათლიის ბიძაშვილის ნათესავია და უხერხულია მეზობალთან :დდდ

მიზეზი 5………..თუმცა მიზეზებს რა გამოლევს………

პოსტის ბოლოს წესით გამოსავალზე უნდა ვწერდე. მაგრამ რა ვქნა , რომ უახლოეს მომავალში ამის გამოსწორების შესაძლებლობას ვერ ვხედავ?!………..
შეიძლება გამოსავლად სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება იყოს მაგრამმ……………
ეჰ, რა იოლი იქნებოდა ყველაფერი ამდენი ”მაგრამ” რომ არ იყოს საჭირო ?!……….

Advertisements

13 comments on “ბავშვზე ძალადობის ალტერნატივა

  1. :დ რა კარგია, ჩემი მშობელი აქ ჩამოთვლილი მიზებიდან არც ერთს რომ არ ერიდება 😀
    ეგ კი არადა, ცუდი ამინდი თუა სკოლაში არ დავდივარ 😀
    სექტემბრიდან ახალ სკოლაში გადავდივარ 😀

  2. მეორე და მესამე მიზეზი განსაკუთრებულად პოპულალურია. ნეტა თუ ამოიცნობენ თავს ის ადამიანები, რომ ჰგონიათ ” თუ ხმას ამოიღებ თურმე ინტრიგანი და “უტუტუტ’ ეს რა ქნა ბავშვმა უსამართლობაზე ხმა რომ ამოიღო საჯაროდ და თავისი აზრი რომ გამოთქვა. უახლოეს მომავალში მგონი საშველი არ გვაქვს… სანამ ასეთი აზროვნება იქნება საზოგადოებაში…

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s