გოგო(ნ)ებო ეს თქვენ

ძლიერი სქესის წარმომადგენლებს დღემდე ვერ გაგვირკვევია, ღირდა თუ არა ქალის ფენომენის შესაქმნელად ნეკნის გაღება. თუმცა მე ჩემ თანატოლებზე გადავიტან მთავარ აქცენტს და ერთი ძველი პოსტისა არ იყოს ,,ბრეინშტორმინგით” ჩამოვყვრი რაც ასე უცნაურ, ექსტრაორდინალურ, უმეტეს შემთხვევაში შეშლილ,  მიმზიდველ, თავქარიან, ყველას გრძნობებზე მოთამაშე სქესს ახასიათებს : 

  მხოლოდ გოგონებს შეუძლიათ ყველა კომპლიმენტის უარყოფა, დარწმუნებული ვარ მეგან ფოქსისთვის პატარაობაში რომ გეთქვათ ძალიან ლამაზი ხარო, უარყოფდა .

  მხოლოდ გოგონები ოცნებობთ მთელი ბავშვობა თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე , ხელში კი მენტალური აზროვნების, ტრადიციული ბომჟი გრჩებათ.

მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ,,იმარიაჟოთ” იმით, რომ მარხვაზე ხართ, თან  წონაში დაკლების პერსპექტივასაც ხედავდეთ.

 მხოლოდ თქვენ ხართ ,,ქალური ლოგიკის” პოტენციური ,,მთავარი გმირები” 😀

  მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ ერთი შეყვარებული, ,,ეთამაშებოდეთ” მეორეს და სათადარიგოდ მესამეც გყავდეთ მხედველობაში.

 მხოლოდ თქვენ ხართ ხოლმე შეყვარებული რომელიღაც ვარსკვლავზე ისე, რომ მის სახელს იფიცებდეთ, ცოტა ხნის შემდეგ კი ზემოთ ხსენებული სახელი აღარც კი გახსოვთ .

მხოლოდ თქვენთვისაა მთავარი ღირებულება კარგი კეტები.

ყველას გძულთ  ცნობილი ფრაზა ,, ქალი მე ვიცი სამზარეულოში” და ბოლოს მაინც იქითკენ მიგიწევთ გული .

მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ იცოდეთ სმს- ის წერა მობილურ ტელეფონზე 1სიტყვა/წამში სიჩქარით და კალმით, მამაპაპურ 🙂 ქაღალდზე კი არა.

მე თუ ასე გავაგრძელე ჩამქოლავთ კომენტარებში, ახლა ცოტა ლმობიერი ქონთინიუ 😀 :

მხოლოდ თქვენ გამო  შევჯახებივარ ელექტრო გაყვანილობის ბოძს.

მხოლოდ თქვენ გამო არ ღირს სკოლის გაცდენა.

მხოლოდ თქვენ გამო მომინდა ახლა ამ პოსტის დაწერა.

პროვოკატორებო, ამ პოსტში არავითარი დისკრიმინაცია არაა და არც გოგონების უფლებების დარღვევა, გენდერული თანასწორობა 4ევერ! :დ

საბოლოო ჯამში მიყვარხართ და მევასებით და იმედია ერთი 6-7 წლის შემდეგ ერთ-ერთი თქვენგანი გამომყვებით ცოლად 😀

Advertisements

72 comments on “გოგო(ნ)ებო ეს თქვენ

  1. :დდდ ვაიმე :დ არცერთ კრიტერიუმში არ ვჯდები, მაგრამ ბევრი ვიცი მასეთი :დ
    ბოლოს რას დაგვაიმედე ბიჭოს :დ

  2. მხოლოდ გოგონები ოცნებობთ მთელი ბავშვობა თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცზე , ხელში კი მენტალური აზროვნების, ტრადიციული ბომჟი გრჩებათ. <–– მე არრ ვოცნებობდი!:დ დ არც შეყვარებული ვარ რომელიმე ვარსკვლავზე^_^:დდ

  3. ” მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ ერთი შეყვარებული, ,,ეთამაშებოდეთ” მეორეს და სათადარიგოდ მესამეც გყავდეთ მხედველობაში.”-ეს ბიჭებს უფრო ახასიათებთ, მაგალითად, ჩემს მამიდაშვილს დანომრილი ყავს “შეყვარებულები”, 50ს ასცდა მგონი კაი ხანია :დ

      • ესე 20 ნორმალურია ხო? :)))თუ რამდენია თქვენთვის ნორმა? 🙂 გოგოებს ჩემს ნაცნობებში მგონი არავის და ისე არ ვიცი 🙂

  4. ყველას გძულთ ცნობილი ფრაზა ,, ქალი მე ვიცი სამზარეულოში” და ბოლოს მაინც იქითკენ მიგიწევთ გული . kai kacoo 😀 😀 ras ambobb? :D:D:D sull samzaeulosken mimiwevss guli 😀 😀

  5. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ,,იმარიაჟოთ” იმით, რომ მარხვაზე ხართ, თან წონაში დაკლების პერსპექტივასაც ხედავდეთ. ai es me maxsovs vinc tqvaaaaaaaaaaa……….:XXXXXXXXXXX 😀 😀 (p.s me ar mitqvams :D)

      • dzaann cdebi zogadag qalebi marxvit ar mariajoben ra vqnat gamoereva erti orii sulelii da magis gamo nu ityvi rom zogadag ase xdeba:X
        da kidev erts getyvi arsebobnen gogonebi(tan dzalian bevri) romlebic mesijebsac swrafad weren da arc mamapapuri qaRaldi aviwdebat 🙂
        kideva erti “qaluri logika” uazro gadacemaa :X sashinelleba da damijere chemo kargo qalebis umetesobam vicit rom mtvarea dedamiwis tanamgzavri da ara ppiriqit .im avadsaxsenebel gadacemashi esei sulelebis pecialurad mihyavt 😉
        da kidev erti yvela gogostvis mtavari girebuleba kedebi sulac araa:) ase rom chemo dzmao dzalian gtxov erti ori sulelis magalitze yvela gogoze nu imsjeleb 🙂 😀

  6. მხოლოდ თქვენ ხართ ,,ქალური ლოგიკის” პოტენციური ,,მთავარი გმირები”

    აქ რა შუაშია, მარა გაწიეთ ვინმემ ისე ეს შოუ რა 😐
    [უცებ წამომიარა] 😀

  7. გამოგყვებიან რა თქმა უნდა ოღონდ შენ მოინდომე და ორსაც წაიყვან ცოლად.. :პ ეს რა თქმა უნდა ხუმრობით.. )) თუ ესე გააგრძელებ ცოლის მოყვანა გარიგებით მოგიწევს ,,ბრატ” :პ მართალია ,,ყველა კაცი ერთნაირია” თუმცა ეს ქალებზე არ ვრცელდება.. )) რაღაცეები მომერგოსავით. თუმცა უმეტესად არ ვარ მე აქ.. )) მიუხედავად არა ერთი საპირისპირო აზრისა მაინც მომწონს პოსტი საბოლოო ჯამში.. )))

    • ეს კომენტარი წაშლის ღირსია. თქვენ ქ-ნ კომენტარის ავტორო ამჟამად რამდენი ლოვე გყავთ ? 2? 3? აა ზანგ gta ს თუ ჩავთვლით ოთხი 😉

  8. პროვოკაცია რა შუაშია და დისკრიმინაციული პოსტი მართლა გამოგივიდა. კორექტულობის საზღვრებში თუ ჩავსვი, დღესვე გიპასუხებ პოსტით : )

  9. გამოხმაურება: მე დისკრიმინაციის წინააღმდეგ « MK's blog

  10. ძალიან აგრესიულად დაიწყე და მერე “ია ნე პრიჩომ” ძახილით დაასრულე.. და ერთი გოგოს გამო რატომ გადაემტერე მთელ ქალურ მოდგმას? ან ყველას ერთ ქვაბში რატომ ხარშავ? :)))))

  11. და ისე მაგარი ფრაზააა “ქალი ვიცი მე სამზარეულოში”..მაგაზე პასუხი იცი რაა? 🙂 კაი რომელიც აგზავნის ქალს სამზარეულიში, სინმადვილეშიუბრალოდ არ იცის რა უქნას მას საზოლში

  12. იცი, ეს როგორ ჟღერს+ თითქოს კაცების ბირჟაზე იდგე და რომელიღაც ნაშას არჩევდე. ძალიან პატარა ჩანხარ იმისთვის, რომ ასე ზედაპირულად განსაზღვრო ყველაფერი. რა თქმა უნდა, ეს შენი ბლოგი და შენი აზრებია , მაგრამ ამ სიტყვებიდან ისე ჩანს თითქოს ქალი ერთი უჭკუო ბარბი იყოს. თუ შენ სტერეოტიპს აღწერ გამოდის რომ შენს გარშემო ასეთი გოგონები ტრიალებენ და გირჩევ უკეთესი სამეგობრო კომპანია მონახო.

      • უმეტესობასაც არა, სხვათ შორის. რაღაც კონკრეტულ ნაწილს. ამ შემთხვევაში მე შემიძლია ძალიან ბევრი რამ დავწერი კაცებზე, მაგრამ ყველა პირობას ოცი დიდი-დიდი ოცდაათი პროცენტი თუ გაამართლებს.

  13. ვაააააა, რამხელა დისკრიმინაციაა კაცოოოოო, გენდერული თანასწორობის დარღვევა, ქალთა უფლებების უგულველყოფა… რა ფემინისტია ეს კომენტარების ავტორი? ან შეიძლება მისთვის მხოლოდ “საწინააღმდეგო აზრის” გამოთქმაა მთავარი. ისე იუმორი=0.

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s