საოცრება სკოლებში- ” მერე რაა ბავშვი თუ ცემე”

ამ პოსტში ძალიან მინდა ერთ პრობლემას შევეხო, რომელიც სამწუხაროდ ჩემ ირგვლივაა და მეც ისევე მაწუხებს, როგორც ბევრ სხვას. “სამოქალაქო ცნობიერების დაბალი დონე საზოგადოებაში”. ეს ძალიან ზოგადი ცნებაა, მაგრამ შევეცდები ის ერთ- ერთ ჭრილში განვიხილო.

სამწუხაროდ ბევრმა არ იცის,(ამ შემთხვევაში სკოლაში, მასწავლებლებზე მაქვს საუბარი) ბავშვთა უფლებების კონვენცია, ეს “რაღაც საზიზღრობა და სისულელე” როგორც ისინი უწოდებენ საერთოდ არ არის საჭირო, პირიქით ზედმეტია კიდეც და მათ “პრობლემებს უქმნის”. მერე რა მოხდა თუ ბავშვს: უყვირე, ყური აუწიე, თავზე წამოარტყი, თმა მოქაჩე, კუთხეში დააყენე,(უარეს შემთხვევაში)-დააჩოქე და უამრავი, ვითომ არაფერი ცუდი, პირიქით “ბავშვისთვის სასარგებლო” გააკეთე.

ეს ერთი პრობლემა, ახლა მეორე და უმთავრესი. ასეთ საქციელზე “ხმის ამაღლება”, აზრის გამოხატვა, საჯაროდ განხილვა და პროტესტის გრძნობის გამოხატვა საზოგადოებაში აგრესიას იწვევს და ხდება ე.წ “ამოჩემება”, იმ ადამიანისა(ბავშვისა), რომელსაც ამ ყველაპერზე პროტესტის გრძნობა გაუჩნდა. იქნებ ამ ბლოგის მკითხველმა “დამნაშავეებმა” თავიანთი თავი ამოიცნონ და თავიანთი საქციელის გამოსწორება სცადონ, მაგრამ არაააააა… ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ პირიქით შეეცდებიან გაარკვიონ ვინ დაწერა, ვინ არის ის “უზრდელი” და ენაგრძელი, ასე საჯაროთ რომ განიხილავს პრობლემებს.

დღეს სკოლებში სერიოზული პრობლემაა ამ მხრივ და ჩემი აზრით პირველ რიგში ამას უნდა მიხედონ.

Advertisements

8 comments on “საოცრება სკოლებში- ” მერე რაა ბავშვი თუ ცემე”

  1. გეთანხმები :(( სამწუხაროდ ეს სიმართლეაა…………… ერთ-ერთ თოქ-შოუზე ისიკ კი თქვეს სამწუხაროა ბავშვებმა თავიანთი უფლებები რომ იციანოო :……..:( 😦 :

  2. გეთანხმები. ჩვენ სკოლაში დიდი დიდი კუთხეში დაგაყენონ.
    მაგრამ თუ ხელით შეგეხო მასწავლებელი დამრიგებელი კატეგორიულად მოითხოვს, რომ ეს ყველაფერი არ დამალო. მაგრამ ყველა შემთხვევაში მასწავლებელია მართალი, იმიტომ რომ იმ დონეზე არ უნდა მიიყვანო, რომ ასეთი რაღაც გააკეთოს 😐

    • pirvel rigshi sheni skola sadaa mitxari gexvewebii … tu aseti kai situaciaa, da marto kutxeshi dayenebirt gsjian(esec dzaladobaa sxvatashoris) gadmoval mec:D
      da meore maswavlebels pedagogikaa aqvs gavlili da moswavlem im doneze ver unda miiyvanos rom “gadaeketos”. tu ar aqvs nervebi dajdes saxlshi ra unda maswavleblad???
      da yvela skolas shinaganawesi aqvs romlis mixedvitac EVALEBA maswavlebels rom moiqces :)))

  3. იმას არავინ ამბობს, რომ ბავშვი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. უბრალოდ, დასჯის ფორმები, თვითნებური, ძალადობრივი და რაღაც სულელური, დამამცირებელი არ უნდა იყოს. არსებობს სკოლის შინაგანაწესი, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედონ მასწავლებლებმა, მაგრამ ვის აქვს ამის შეგნება? ისე პირველ რიგში მასწავლებელმა ბავშვთან ურთიერთობა უნდა იცოდეს და დანარჩენი სხვა მეორეხარისხოვანია. ისე რა კუთხეში დაყენება, რა დროა ხალხო?

  4. შეიძლება ბევრი იყოს კარგი სპეციალისტი მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ კარგი მასწავლებეილია..და ეს ორი ცნება დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან…

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s