გამოსერიალებულნი !

21-ე საუკუნეში ტექნიკის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.კომპიუტერი,ტელევიზორი,სხვადასხვა სახის მანქანა ჩვენთვის უცხო ხილი სულაც არაა.მეტიც,სახლის უდიდესი ნაწილი, სწორედ, ამ “ხარახურას”  უჭირავს.მართალია,ბოლო რამდენიმე წელია მათ შორის ყველაზე აქტუალური და პოპულარული კომპიუტერი გახდა,მაგრამ, დამეთანხმებით,რომ ამ ძალზე საჭირო  ნივთმა  ჩვენი მამაპაპური ტელევიზორის დაჩრდილვა მაინც ვერ შეძლო(ყოველ შემთხვევაში, საქართველოში).მიზეზების საპოვნელად კი ბევრი „ბოდიალი“ სულაც არ გვჭირდება.რაც არ უნდა იყოს,პირველ საინფორმაციო წყაროდ მაინც ტელევიზორი  ითვლება,მასზე უკეთ ვინ მოგვაწვდის პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას? ან სად ვუყურებთ ისეთ გადაცემებს როგორებიცაა: “ცეკვავენ ვარსკვლავები”,”ბრავო” და მსგავსი “მეგა” პროექტები?!  და კინაღამ არ დამავიწდა?..სერიალები(!)-ქართული სატელევიზიო სივრცის მთავარი მშვენება.დღე არ გავა  დილიდან საღამომდე სერიალების მორევში რომ არ ჩაგვაყუდონ.უფრო სწორად, მოსაღამოვდება თუ არა   მექსიკური,კოლუმბიური,ბრაზლიური,არგენტინული სერიალების კორიანტელს აყენებენ.მე შენ გეტყვი,უყურებდა კაცი ლამაზი სამხრეთ ამერიკელი გოგონების  ხათრით თითოეულ მათგანში ერთნაირი,პრიმიტიული შინაარსი რომ არ იყოს.უკვე გამაღიზიანებელიც ხდება ეს ყველაფერი,თუმცა გავუძლებთ ბატონო,გავუძლებთ ამ “გენიალურ” ნაწარმოებებს,იმის იმედით,რომ დილით რაიმე გემოვნებიანს გვაყურებინებენ…აჰ, შენც არ მომიკვდე,დილა  ისე როგორ უნდა დაიწყოს წინა დღეს ნასწავლი სერიალები რომ არ გაგვამტკიცებინონ?!ამიტომაცაა,ქალები ცხოვრებისეულ მოვლნებზე აღარ ჭორაობენ,ხუანის და ვიქტორიას გარდა არაფერს გაიძახიან.მეზობლებზე ჭორაობა რომ მოგენატრება კაცს…

ასეა თუ ისე ვერ გაამტყუნებ ტელევიზიის მარტკეტინგის მენეჯერებს,იაფია და შემოაქვთ,აქ ხომ მთავარი ფულია!ეჰ ლაფონტენ,ლაფონტენ…ყველა გზა რომში კიარა ფულთან მიდის,ფულთან!

შენიშვნა:ლაფონტენი,ფრანგი მწერალი,რომელსაც ეკუთვნის ფრაზა:”ყველა გზა რომში მიდის”. :D:D

დათა ხარაიშვილი.

Advertisements

2 comments on “გამოსერიალებულნი !

  1. getanxmebiii:X 24 otxi saatidan minimum 12 serialebs uwiravs :XX tan rame normaluri mainc achvenon 😀 an msaxiobebi mainc sheicvalos (es xumrobit:D) 😀 amovioda es mario chimaro yelshi :Dehh sasaciloa satirali rom ar iyos:Xx
    yvelze cudi icitt ra ariss?? is ki ara, rom televiziebi amit fuls shouloben, es chveulebrivi movlenaa………yvelaze sashineleba isaa rom aseti raRaceebi xalxs ainteresebs da moswonss :X
    gadacemebis xarisxze agarafers vambob :X
    ai magaliTad “cekvaven varskvlavebi” normaluri shoua kargi mocekvaveebi hyavtt maraa danarcheni araferi ar varga arc jiuri(chem gochas ar vgulisxmob :D:D ) . arc aparatura aqvtt :d eg ki ara scenaze mocekvaveebivit darbian operatorebi:D
    mokled sanam cnobierebis done ar amagldeba chvens sazogadoebashi:)):X es ki rodis moxdeba kacma ar icis:XX 😀

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s