…ის რისგანაც იქსოვება ჩვენი სიზმრები…

არ მინდა რომ ბევრი ვილაპარაკო ზოგადად სიზმრებზე. წინ უფრო საინტერესო და საკმაოდ ფილოსოფიური პოსტი გელით. არა მგონია ერთი თვალის გადავლებით კარგად გაიგოთ, თუ რა წერია აქ.

შექსპირი წერს: “ჩვენ ის ვართ, რისგანაც ჩვენი სიზმრები შედგება, ხოლო ჩვენი ხანმოკლე ცხოვრება ძილია”

ლუდვიგ ჰოლბერგი- “ჯეპე  მთაზე”

“ჯეპე თხრილში იძინებს და ბარონის საწოლში იღვიძებს. ის ფიქრობს, რომ სიღარიბე მხოლოდ დაესიზმრა. მაგრამ როცა ისევ იძინებს, გადაჰყავთ თხრილში, სადაც ხელმეორედ იღვიძებს. ამჯერად ჯეპე ფიქრობს, რომ ბარონის საწოლი დაესიზმრა.”

უძველესი ჩინური ზღაპარი- “ჯუან ძი”

“ერთხელ მესიზმრა, რომ პეპელა ვიყავი , ახლა კი აღარ ვიცი, ჯუან ძი ვარ, რომელსაც ესიზმრა, რომ პეპელა იყო, თუ პეპელა ვარ, რომელსაც თავი სიზმარში ჯუან ძი ჰგონია.”

“როგორ შეუძლია ადამიანს იმის დარწმუნებით თქმა ,რომ მთელი მისი ცხოვრება სიზმარი არაა?”

შოპენჰაუერი ამბობდა, რომ  სამყარო მხოლოდ ადამიანების წარმოსახვის ნაყოფია და ყველაფერი რასაც ვხედავთ არარეალურია.

სხვათა შორის სიზმარი ხშირად გხვდება ბიბლიაში, როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში, მაგალითად, ძველ აღთქმაში:
* აბრამს ძილში ამცნობს ღმერთი, რომ მისი შთამომავლობა მდგმურად იქნება სხვა ქვეყანაში და სხვათა მიერ დამორჩილებული იქნება ოთხასი წლის განმავლობაში (დაბადება. 15:12-16).
* იაკობი სიზმარში ხედავს, რომ “მიწაზე მდგარ კიბეს, სადაც ანგელოზები ადიან და ჩამოდიან, ხოლო კიბეზე მდგარი უფალი ესაუბრება იაკობს” (დაბადება. 28:12).
* ძველ აღთქმაში აღწერილია იოსების რამოდენიმე სიზმარი, რომელიც სიზმარი ჯერ საკუთარ სახლში ესიზმრება და საკუთარ სიზმარს თავის ძმებს უყვება, როდესაც მას მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მას თაყვანს სცემდნენ (დაბადება. 37:9).
* გარდა ამისა, ძველ აღთქმაში ჩანს, რომ იოსებმა იცის სიზმრის ახსნაც – იგი ჯერ საპყრობილეში, ფარაონის მეღვინესა და მეპურეს უხსნის სიზმარს, შემდეგ კი თვითონ ფარაონს.
* ბიბლიის თანახმად სიზმრებს ხედავენ ეზეკიელი, სოლომონი, გედეონი, დანიელი, რომელმაც ასევე ძალიან კარგად იცოდა სიზმრების ახსნა.

ახალი აღთქმა
თუ ძველ აღთქმაში საკმაოდ ხშირად გხვდება, რომ ესა თუ ის წინასწარმეტყველი სიზმარს ხედავს, ახალ აღთქმაში სულ ცხრა სიზმარს ვხვდებით, აქედან ხუთი მათგანი გვხვდება მათეს სახარებაში, ხოლო ოთხი კი მოციქულთა საქმეებში.
* მაგალითად, იოსები, ქმარი მარიამისა, სიზმარში რამოდენიმეჯერ ხედავს უფლის ანგელოზის გამოცხადებას, რომელიც ჯერ ამცნობს, რომ მან ცოლად უნდა მოიყვანოს მარიამი, შემდეგ კი ანგელოზი ამცნობს, რომ იგი ცოლ-შვილთან ერთად ეგვიპტეში უნდა გაიქცეს.
* მოგვები, რომლებიც ბეთლემში იესოს ინახულობენ და თაყვანს სცემენ, სიზმარში მოსდით გაფრთხილება, რომ ჰეროდესთან აღარ უნდა დაბრუნდნენ.
* და კიდევ ერთი საინტერესო სიზმარი, რომელიც ახალ აღთქმაში გხვდება, ეს არის პილატე პონტოელის ცოლის სიზმარი. ამ ქალს აპოკრიფების მიხედვით კლავდია ერქვა. მათე სახარების 27-ე თავის მე-19 პარაგრაფში პირდაპირ ვკითხულობთ: “და როცა სამსჯავრო სავარძელში იჯდა (აქ საუბარი პილატე პონტოელზეა). ცოლმა კაცის პირით შემოუთვალა: ნურაფერს დაუშავებ მაგ მართალს, ვინაიდან წუხელ სიზმარში ბევრი ვიტანჯე მის გამო”.
* სიზმრებს ვხვდებით სხვა რელიგიებში, მაგალითად ბუდას დედა, რომელსაც სახელი მაია ერქვა, სიზმარში ხედავს თეთრ სპილოს, რომელიც მას ამცნობს მომავალი ბუდას დაბადებას.
* არის ცნობილი ჩინელი დაოისტი ფილოსოფოსის ჩჟუან-ძის ერთი საოცარი სიზმარი. ჩჟუან-ძის დაესიზმრა, რომ იყო პეპელა და როდესაც გამოეღვიძა, ფილოსოფოსი დიდ ხანს ვერ ხვდებოდა, ვინ იყო ის – ჩჟუან-ძი, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო პეპელა თუ ის იყო პეპელა, რომელსაც დაესიზმრა, რომ იყო ჩჟუან-ძი.
* ისლამში ცნობილი ფრაზა: “არ არის ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედი – მოციქული მისი”, მუჰამედს სიზმარში მწვანე ტანსაცმელში გამოწყობილმა კაცმა ასწავლა.

ისტორია
* ისტორიაში საკმაოდ ბევრი ცნობილი სიზმარია, რომლებიც ცნობილი ადამიანების დაბადებას ან რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას გვამცნობენ, მაგალითად, ალექსანდრე მაკედონელის დედამაც, ოლიმპიადამ (ეს სახელი ერქვა სწორედ ალექსანდრეს დედას) და მამამაც ფილიპემ ქორწილის ღამეს სიზმრები ნახეს, რომლებიც ქურუმებმა მომავალი გავლენიანი უფლისწულის დაბადებად ახსნეს და ეს მართლაც ასე მოხდა.
* ცნობილია აშშ-ს მე-16 პრეზიდენტის აბრამ ლინკოლნის სიზმარი, რომელიც მას პირად დღიურში ჩაწერილიც კი ჰქონდა. მან ეს სიზმარი ნახა სიკვდილამდე ათი დღით წინ. სიზმარი კი ასეთი იყო, მას ესიზმრა, რომ თეთრ სახლში ისმოდა ტირილი და მან თეთრი სახლის ერთ-ერთ დარბაზში დაინახა ხალხის ჯგუფი, რომლებიც კუბოს შემოხვეოდნენ, ხოლო კუბოზე კი ამერიკის დროშა იყო გადაფარებული. ლინკოლნმა იქვე მდგარ კაცს ჰკითხა:
– ვის კრძალავენ?
– ნუთუ არ იცით, პრეზიდენტი მოკლეს, – უპასუხა კაცმა.
დილით ლინკოლნმა სიზმარი მეუღლეს მოუყვა და თან უბის წიგნაკში ჩაიწერა, ათი დღის შემდეგ მას თეატრში ესროლეს და მოკლეს.

მეცნიერება
* ცნობილ ფრანგ მეცნიერს რენე დეკარტს თავისი ერთერთი წიგნი დაესიზმრა და ძირითადი თესიზებიც სიზმარში ნახა.
* ცნობილია, რომ დმიტრი მენდელეევმა ქიმიური ელემენტების ცხრილის ფორმა ასევე სიზმარში ნახა.
* გერმანელმა ქიმიკოსმა ფრიდრიხ კეკულე დიდხანს ფიქრობდა ბენზოლის სტრუქტურულ ფორმულაზე და ფორმაზე და ეს ყველაფერი მან სიზმარში ნახა – ეს იყო გველი, რომელიც საკუთარ კუდს კბენდა და ბენზოლინს სწორედ ასეთი სტრუქტურული ფორმა აქვს.
* საკერავი მანქანის გამომგონებელს ამერიკელ ელიას ჰოუვს, დაესიზმრა საკერავი მანქანის ნემსის ფორმა. სხვათა შორის ჰოუვსა და ცნობილ ზინგერს, რომელიც ასევე ითვლება საკერავი მანქანის შემქმნელად, ერთმანეთის წინააღმდეგ საკმაოდ ხმაურიანი სასამართლოები ჰქონდათ.
* ცნობილ ნოლს ბორს ატომის სტრუქტურა მზის სისტემად დაესიზმრა, სადაც ბირთვი და ელექტრონებს მზისა და პლანეტების ფორმა ჰქონდათ.
* კანადელმა ექიმმა ფრედერიკ ბანტინგამ ინსულინი სიზმარში იხილა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ ნობელის პრემია მიეღო.
* ცნობილი ინდოელი მათემატიკოსი სრინივასა რამანუჯანი ამტკიცებდა, რომ ყველა მისი მათემატიკური აღმოჩენა სიზმარში ღმერთმა ნამაგირმა ამცნო.

მუსიკა და ლიტერატურა
* როდესაც რიჰარდ ვაგნერის “ტრისტან და იზოლდა” პირველად შესრულდა, იზოლდას სიკვდილის მომენტზე, ვაგნერს უთხრეს, რომ “ადამიანმა ასეთი რამ მხოლოდ სიზმარში შეიძლება მოუსმინოს”. ვაგნერმა უპასუხა: “დიახ, ეს ადგილი სწორედ სიზმარში ჩავიწერე, რადგან ჩემი საცოდავი გონება ასეთ რამეს ვერასოდეს მოიფიქრებდა”.
* იტალიელ კომპოზიტორსა და მევიოლინეს ჯუზეპე ტარტინის აქვს ნაწარმოები “ეშმაკის რაკრაკი”. თვითონ ტარტინის აღიარებით, მან ამ ნაწარმოებს სიზმარში მოუსმინა.
* ლეგენდის თანახმად, გენიალურმა იტალიელმა პოეტმა დანტე ალიგიერმა თავისი “ღვთაებრივი კომედიის” იდეა 1300 წელს “დიდ პარასკევს” სწორედ სიზმარში იხილა. მისი სიკვდილის შემდეგ დაიკარგა ამ ნაწარმოების ბოლო თავი და დანტეს შვილმა, იაკოპომ ნახა სიზმარი, სადაც მამამისმა მიუთითა ის ოთახი და ადგილი, სადაც ეს უკანასკნელი დაწერილი თავი ინახებოდა.
* კიდევ ერთი საინტერესო სიზმრის შესახებ – ინგლისელმა პოეტმა სამუელ კოლრიჯმა სიზმარში იხილა მთლიანი პოემა “ყუბულაი ხანი”, გაღვიძებისთანავე კოლრიჯი შეუდგა წერას, მან დაწერა დაახლოებით 50 სტრიქონი და ამ დროს მას კარზე მიუკაკუნა მეზობელმა, რომელსაც უმნიშვნელო საქმე ჰქონდა, კორლიჯმა გაისტუმრა მეზობელი და ისევ საწერ მაგიდას მიუჯდა და აღმოჩნდა, რომ მას დავიწყებოდა სიზმარში ნანახი პოემა. მიუხედავად ამისა, პოემა, დაუსრულებელია, იგი მსოფლიო ლიტერატურის “ოქროს ფონდში შესულია.
* ყველასათვის ცნობილი “ფრანკეშტეინის” სიუჟეტი მერი შელიმ ასევე სიზმარში ნახა.

იმედია საინტერესო იყო და სიზმარს, ცოტა სხვა კუთხით შეხედეთ და არა როგორც “რაღაც სულელური მოვლენა, რომელსაც არანაირი დანიშნულება არა აქვს.”

Advertisements

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s