მინისტრგადარჩენილები …

ცოტა უცნაური სათაურია, მაგრამ ახლავე აგიხსნით. კონკურს ,,ბავშვის უფლებაა – მოუსმინონ“-ში დანერგილმა სიახლემ გადამაწყვეტინა პოსტი დამეწერა. პოსტი რომ მემუარებს არ დაემსგავსოს მოკლედ მოგიყვებით რა მოხდა შარშან 😀

სახალხო დამცველის აპარატი ყოველწლიურად ატარებს კონკურსს ზემოთ აღნიშნული სახელწოდებით და გასულ წელს ჩვენმა სკოლამ (ლიდერთა სკოლას ვგულისხმობ) გადაწყვიტა მონაწილეობას მიგვეღო. თემაში ორი ქეისი გვქონდა მოხმობილი სადაც ორი ოჯახის პრობლემებზე გვქონდა საუბარი (ბუნებრივია ფსევდონიმური სახელითა და გვარით) რამაც ჯანდაცვის მინისტრის ბატონ ანდრეა ურუშაძის გაღიზიანება გამოიწვია. ვერ გავიგე  ბატონი მინისტრი პასუხისმგებლობის გრძნობამ შეაწუხა თუ მართლა ჩვენს ინფორმირებულობაზე შეტკიოდა გული, მაგრამ რამდენიმე ზარით გაარკვია და საჯაროც გახადა იმ  ოჯახების ვინაობა რომლის ისტორიებიც ჩვენ მოვუთხრეთ და ინფორმაციის ნაკლებობაში დაგვადანაშაულა (საყვედურის ფორმებზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ).

მოკლედ იმ კონკურსზე სადაც ბავშვების დარღვეულ უფლებებზე უნდა გვესაუბრა თითქმის (ეს სიტყვაც საეჭვოა) ჩვენც უფლებადარღვეულები გავხდით. ბატონმა მინისტრმა კი პირობა დადო რომ თავად ჩამოვიდოდა ოზურგეთში და შეამოწმებდა იმ ფაქტებს რომლებიც ჩვენ ,,შევალამაზეთ“. თუმცა ამ პირობის დარღვევა იმ დღეს მისგან ყველაზე ნაკლები დანაშაული იყო.

პირობის მიუხედავად საუბარი მაინც გამიგრძელდა, მაგრამ გეტყვით მიზეზს რის გამოც ახლა კომპიუტერთან ვზივარ და ჩემს პირველ პოსტს ვწერ. ომბუცმენმა წელს ისევ გამოაცხადა კომკურსი, თუმცა იმ პირობით რომ ლიდერთა სკოლის სახელით მასში მონაწილეობა გვეკრძალება. მიზეზი საკმაოდ გაურკვეველია: ,,არათანაბარ პირობებში იქნებითო“, მე კი ახლა გვრძნობ თავს არათანაბარ პირობებში თან არის ამაში რაღაც დისკრიმინაციული.  მაგრამ ჩემგან საკმაოდ ხმამაღალი განცხადება იქნება სახალხო დამცველს დისკრიმინაციაში დადანაშაულება.

ვცდილობ სხვა მიზეზი ვიპოვო და მაშინვე შარშანდელი ,,ინციდენტი“ მახსენდება. მაგრამ მიჭირს გავიგო იმ ფონზე როცა ბატონი ანდრეა აღარ არის ჯანდაცვის მინისტრი ვისი ინტერესი უნდა იყო  ჩვენი ,,დაბლოკვა“.

მოკლედ ასეა თუ ისე როგორც ჩანს არც ბავშვთა უფლებებმა გაჭრა და არც სახალხო დამცველის პირადმა მობოდიშებამ . მაგრამ მაინც მიხარია თუ ჩვენმა თემამ იმდენი შეძლო რომ ადამიანები დააფიქრა, თუნდაც ჩვენი კონკურსიდან მოხსნის ხარჯზე.

Advertisements

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s