არც ასეთი უშუალობა შეიძლება, კაცო.. :)))

                 

 

დაგვიანებული პოსტი კია, მაგრამ ,,სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”-ო… ჰოდა, ვიწყებ!… 😀

მოკლედ, მირეკავს სკოლის დირექტორი და მეუბნება, შენ და შენი კლასიდან კიდევ ორი ბავშვი 4 დღით დაისვენებთ ანაკლიაში ხუთვარსკვლავიან სასტუმროშიო. ბუნებრივია, გამიხარდა, მაგრამ, ცოტა არ იყოს, გაურკვეველ სიტუაციაში აღმოვჩნდი. სასწრაფოდ დავრეკე ჩემს მეგობრებთან, მათ ხომ არ იცოდნენ რამე, მაგრამ ისინიც ჩემნაირად, მხოლოდ სიხარულით შემოიფარგლებოდნენ. მოკლედ, ბევრი ვიკითხე თუ ცოტა, გავარკვიე, რომ 2 დიდი ავტობუსით წავიდოდით დილის 8 საათზე ანაკლიაში ,,გურული ბავშვები” და იქ ,,ვიღაცას” შეგვახვედრებდნენ..:)

ჰოდა, 8 საათიც მოვიდა… მეც მივედი და ბევრი ნაცნობიც ვნახე(ბუნებრივია) , ჩემზე მეტი ინფორმაცია არავის ჰქონდა.. ავტობუსებში ავედით და გამოგვიცხადეს სამი დღე იქნებით სასტუმროშიო (მე ოთხი მეგონა,გავიფიქრე, მაგრამ ეგ არაფერი, ჩასვლისას გავიგეთ, რომ მხოლოდ ორი დღე გავჩერდებოდით იქ 😀 ) ავტობუსში გამოგვიცხადეს ტრეინიგები გექნებათ ლიდერობაზეო (ჩასვლისას გავიგეთ, რომ ტრენერებმა ჩამოსვლა გადაიფიქრეს და აბა თქვენ იცით, ,,იგულავეთო” ) . რაღაცნაირ, უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი, მე თვითონ მიწევდა თავის გაკონტროლება 😀 სიტყვა უსაფრთხოება, ნამდვილად უცხო იყო ორგანიზატორებისთვის. 🙂 

ახალი ამბავიც გავიგეთ, მეორე დღეს ჩვენთან შესახვედრად საქართველოს დიადი პრეზიდენტი ბატონი მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდოდა და გულახდილად ვისაუბრებდით , ყოველგვარი ფოტო და ვიდეო კამერების გარეშე. ასეთ უშუალობას, თურმე, არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი პრეზიდენტი არ იჩენს თანამოქალაქეებისადმი. ,,გავამაყდი” 😀  

მეორე დღეც დადგა. 

ყველანაირი ტექნიკა გარეთ დაგვატოვებინეს და შესახვედრად დარბაზში შევედით..:)

მართალია, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, მაგრამ თითოეულ კითხვას პოლიტიკურ დემაგოგობას აბამდა. მაშინ კი მივხვდი, რუსულ ფულებზე, მოღალატეებზე და ჯაშუშებზე რომ დაიწყო ლაპარაკი, რაშიც იყო საქმე… 

იცით , ალბათ, სკოლებში გავრცელებული ფრაზები: ,,პოლიტიკა ბავშვების საქმე არ არის!” პოლიტიკაზე დაწესებულებებში ახალგაზრდები არ უნდა საუბრობდნენ!” 

მაგრამ…

ჩაყვანილი ბავშვებიდან უმეტესობას ხმის მიცემის უფლება ჰქონდა, ან ერთ-ორ წელში ექნებოდა.

თურმე პოლიტიკა, სწორედ რომ ბავშვების საქმეა… 🙂 

:)))))))

Advertisements

2 comments on “არც ასეთი უშუალობა შეიძლება, კაცო.. :)))

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s